საქართველოს ტურისტულ პოტენციალს მილანის ტურისტულ გამოფენაზე გაეცნენ

საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ იტალიაში, მილანში საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაში BIT 2023 მიიღო მონაწილეობა.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, მილანის ტურისტულ გამოფენაზე ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია 7 ტურისტულ კომპანიასთან ერთად იყო წარდგენილი.

„გამოფენაში აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი მონაწილეობდა. BIT 2023-ის ფარგლებში, საქართველოს სტენდთან სტუმრები ქვეყნის ტურისტულ პროდუქტებს გაეცნენ. სამომავლო თანამშრომლობის მიზნით საერთაშორისო კომპანიების წარმომადგენლებთან შეხვედრები გაიმართა.

მილანის ტურისტული გამოფენა 1980 წლიდან ყოველწლიურად ტარდება და იტალიაში ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვანი ტურისტული მოვლენაა. მილანის ტურისტულ გამოფენაზე 500-ზე მეტი საერთაშორისო კომპანია და ორგანიზაცია იყო წარდგენილი. გამოფენას მთელი მსოფლიოდან 65 ათასზე მეტი ვიზიტორი ჰყავდა“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.