Samsung Electronics-მა შვილობილი კომპანიისგან 16 მილიარდი დოლარი ისესხა

სამხრეთ კორეულმა Samsung Electronics Co. საინვესტიციო პროგრამის დასაფინანსებლად მისი შვილობილი კომპანია Samsung Display Co.-სგან 20 ტრილიონი ვონი (15,78 მილიარდი დოლარი) ისესხა - ამის შესახებ ინფორმაციას Bloomberg-ი ავრცელებს.

შესაბამისი ხელშეკრულება სამშაბათს გაფორმდა. სესხი გაიცა 2025 წლის აგვისტომდე ვადით, წლიური 4,6%-ით. ცნობისთვის, Samsung ფლობს Samsung Display-ის 85%-იან წილს.

იანვარში Samsung-ის მენეჯმენტმა გამოაცხადა, რომ წლევანდელი კაპიტალური ხარჯები დარჩებოდა დაახლოებით იგივე, რაც შარშან - 39 მილიარდი დოლარი. კომპანია შემოსავლების მეტ წილს სმარტფონების გაყიდვიდან იღებს: ის სმარტფონებისთვის ასევე ამზადებს ჩიპებს და ეკრანებს მისი კონკურენტებისთვის. Samsung 2023 წელს სმარტფონების გაყიდვების შემცირებას მოელის, მაგრამ იმედოვნებს, რომ ზრდა მოხდება გრძელვადიან პერსპექტივაში.

კოკა კვირკველია