"თიბისი ბანკი" წამახალისებელ აქციას იწყებს

"თიბისი ბანკი" ინტერნეტბანკის ახალი მომხმარებლებისთვის წამახალისებელ აქციას იწყებს.

ბანკის ინფორმციით, მათ, ვინც 1 აპრილიდან 30 ივნისის ჩათვლით ინტერნეტბანკში დარეგისტრირდება, პირველივე ტრანზაქციის განხორციელებისთანავე საშუალება ექნება აირჩიოს სამი საჩუქრიდან ერთ-ერთი: მობილურზე სასაუბრო 30 წუთი ან 1GB ოდენობის 4G ინტერნეტი, 0% საკომისიო კომუნალურ გადასახადებზე სამი თვის განმავლობაში, სპეციალურად ინტერნეტ-შოპინგისთვის განკუთვნილი "თიბისი ბანკის" Icard ბარათი. მათივე ინფორმაციით, გარდა ამისა, ყოველი მე-20 დარეგიტრირებული მომხმარებელი, საჩუქრად ფოტოს გადასაღებ Mobile Stick-ს მიიღებს.