საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის წარმომადგენელი - საქართველოს დიდი სათხილამურო კულტურა აქვს - ბაკურიანში ყველაფერი სრულ მზადყოფნაშია

7-ჯერ ვიყავით ინსპექტირებაზე. ბაკურიანში ყველაფერი სრულ მზადყოფნაშია, - ამის შესახებ საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის წარმომადგენელმა ჯო ფიჯერალდმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, საქართველოს ძალიან დიდი და კარგი სათხილამურო კულტურა აქვს.

„7-ჯერ ვიყავით ინსპექტირებაზე. ბაკურიანში ყველაფერი სრულ მზადყოფნაშია. ახლა ხედავთ, რომ კარგი ამინდია. თქვენ გაქვთ ძალიან დიდი სათხილამურო კულტურა. ეს არის ძალიან კარგი. ქართველები ხართ მეგობრულები, მე ასევე ძალიან მომწონს თქვენი საკვები და ღვინო, რაც ძალიან კარგია!“ - აღნიშნავს ფიჯერალდი.

შეგახსენებთ, რომ დღეიდან 5 მარტამდე, ბაკურიანი ფრისტაილის სნოუბორდისა და ფრისკის მსოფლიო ჩემპიონატს მასპინძლობს. მთავარი ლოკაციები დიდველისა და კოხტას მთებია, სწორედ აქ შეიკრიბება ასობით ათლეტი 42 ქვეყნიდან, 7 სახეობაში საასპარეზოდ. მათ შორის იასპარეზებენ ქართველი ათლეტები სქი ქროსის და ფრისტაილის კატეგორიაში.