რა ღირს დოლარი და ევრო სავალუტო ჯიხურებში?

სავალუტო ჯიხურებში ერთი დოლარის ყიდვა  2.230 ლარიდან 2.235 ლარამდეა შესაძლებელი, გაყიდვის საფასური კი 2.244-2.245 ლარს შეადგენს.

ევროს კურსი ჯიხურებში

ჯიხურებში ევროს გაყიდვა 2.420-2.430 ლარად, ყიდვა კი 2,380 ლარიდან 2,410 ლარამდე შეგიძლიათ.

საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის მიხედვით, ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში მცირედით გაუფასურდა. კერძოდ, პირველი აპრილიდან ერთი დოლარის შეძენა 2.2347 ლარად არის შესაძლებელი.

ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი კურსი, რომელიც 31 მარტს მოქმედებდა, 2.2275 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის ცვლილებამ 0.0072 ლარი შეადგინა.

საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი კურსის თანახმად, ეროვნული ვალუტა ევროსთან მიმართებაში გამყარდა. კერძოდ, პირველი აპრილიდან ერთი ევროს შეძენა 2.3990 ლარად არის შესაძლებელი, მაშინ როცა 31 მარტს მოქმედი კურსი 2.4139 ლარს შეადგენდა. ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის ცვლილებამ ევროსთან მიმართებაში 0.0149 ლარი შეადგინა.