სახაზინო ვალდებულებების აუქციონზე 30 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 364-დღიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა

2015 წლის 1 აპრილს, ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ვალდებულებების აუქციონზე 30 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 364-დღიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა.

ეროვნული ბანკის ინფორმაციით, აუქციონში მონაწილეობა შვიდმა კომერციულმა ბანკმა მიიღო. ცნობით, მოთხოვნამ შეადგინა 79 500 000 ლარი. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 6.110 პროცენტით, მაქსიმალური 6.450 პროცენტით, ხოლო საშუალო შეწონილი 6.287 პროცენტით განისაზღვრა.