რა მოცულობის ხილი, ბოსტნეული და გაყინული პროდუქტი გაბრუნდა საქართველოს საზღვრიდან 2022 წელს

შემოსავლების სამსახურის მიერ, „ბიზნესპრესნიუსისთვის“ მიწოდებული ინფორმაციის თანახმად, 2022 წელს ქვეყნის საზღვრიდან ჯამში, 627 852 კგ გაყინული პროდუქტი, ხილი და ბოსტნეული გაბრუნდა.

აქედან:

  • გაყინული პროდუქტი - 246 304 კგ
  • ხილი - 99 554 კგ
  • ბოსტნეული - 281 994 კგ

ცნობისთვის, საქართველოს საზღვრიდან, უკან, ექსპორტიორ ქვეყანაში, პროდუქტი გაბრუნებას ექვემდებარება იმ შემთხვევაში, თუ ის ჯანმრთელობისთვის მავნე დაავადებებს ან ნივთიერებებს შეიცავს. შესაბამის ფიტოსანიტარულ სასაზღვრო-საკარანტინო კონტროლის პროცედურებს, შემოსავლების სამსახური ახორციელებს.

ნინი ქეთელაური