მდიდრები და მარტოხელები: ყველაზე სასურველი მილიარდერები, რომლებიც მეორე ნახევრებს ეძებენ

მსოფლიოს ყველაზე მდიდარი ზოგიერთი ადამიანიც კი შესაძლოა, სიყვარულში უიღბლო იყოს. როგორც ჩანს, სიყვარული და მეორე ნახევრის პოვნა ფულზე ნამდვილად არ არის დამოკიდებული, რადგან ილონ მასკიც კი დღეს მეორე ნახევარს ეძებს.

ამერიკელმა მილიარდერებმა “ვალენტინობა“ მარტოებმა გაატარეს. როგორც Forbes USA წერს, სწორედ ესენი არიან უმდიდრესი ქალბატონები და მამაკაცები, რომლებმაც თავისებური და რთული ხასიათის გამო, მუდმივი პარტნიორები ვერ იპოვეს, თუმცა დღემდე რჩებიან ერთ-ერთ სასურველ პერსონებად.

frtedryr87r8r-1676637525.jpg

ილონ მასკი

ქონება: 199,7 მილიარდი დოლარი

10 შვილის მამა უკვე სამჯერ განქორწინდა. მსოფლიოს მეორე უმდიდრესი მამაკაცი სიყვარულს კვლავ ეძებს. როგორც მასკმა Rolling Stone-ს 2017 წელს განუცხადა: „თუ არ ვარ შეყვარებული, თუ არ ვარ ერთგულ ურთიერთობაში, მაშინ თავს ბედნიერად არ ვგრძნობ. მარტო დაძინება უბრალოდ, აუტანელია.“

ftr5ed7y4re7urf7t8-1676637548.jpg

ჯეკ დორსი

ქონება: 4,9 მილიარდი დოლარი

46 წლის ტვიტერის თანადამფუძნებელსა და ყოფილ აღმასრულებელ დირექტორს, ჯეკ დორსის, ბევრ ქალთან ურთიერთობას მიაწერენ. რა არის მისი მინუსი? დაივიწყეთ რომანტიკული ვახშამი: ის დღეში მხოლოდ ერთხელ ჭამს, ისიც საღამოს.

dfrwsyedhrfu758-1676637563.jpg

ლორენ პაუელ ჯობსი

ქონება: 12,5 მილიარდი დოლარი

2011 წელს ქმრის გარდაცვალების შემდეგ, სტივ ჯობსის ქვრივმა ყურადღება გაამახვილა ინვესტიციების სფეროში საქმიანობაზე, დააარსა Emerson Collective და პრეზიდენტის თანამდებობას იკავებს. ლორენს სამი შვილი ჰყავს.

ქალი აქტიურად უჭერს მხარს სპორტულ გუნდებს და ფლობს 20%-იან წილს Monumental Sports & Entertainment-ში. ის ასევე არის 120 მილიონი დოლარის ღირებულების სუპერიახტის მფლობელი, სახელად Venus, რომელიც შექმნილია ფილიპ სტარკის მიერ.

frt56ws64eryrtfu85rt8-1676637584.jpg

ბრაიან ჩესკი

ქონება: 9,1 მილიარდი დოლარი

Airbnb-ის 41 წლის თანადამფუძნებელთან და აღმასრულებელ დირექტორთან, ბრაიან ჩესკისთან გართობის ვარიანტები უსასრულოა. ცოტა ხნის წინ, ყოფილ პროფესიონალ ბოდიბილდერს, რომელსაც ფოტოების გადაღება თავის საყვარელ ძაღლთან ერთად უყვარს, მიაწერეს რომანი მხატვარ ელისა პატელთან. თუმცა ბრაიანმა განაცხადა, რომ მისი გული თავისუფალია.

5tu78658itgujrft5eu75-1676637607.jpg

მელინდა გეითსი

ქონება: 6,7 მილიარდი დოლარი

ბილ გეითსთან ქორწინებამდე მელინდა იყო წარმატებული მულტიმედიური პროდუქტის დეველოპერი Microsoft-ში. 27-წლიანი ქორწინების შემდეგ 2021 წელს, მელინდა და ბილი განქორწინდნენ, თუმცა წყვილი აგრძელებს ერთად მუშაობას ქველმოქმედებისთვის.

de4we6yrftuytgu86t5-1676637628.jpg

კენ გრიფინი

ქონება: 32,8 მილიარდი დოლარი

54 წლის კენ გრიფინმა თავისი ქონება ჰეჯ-ფონდის Citadel Advisors-ით გამოიმუშავა, რომელიც 1990 წელს დააარსა. ის ბოლო 15 წლის განმავლობაში აგროვებდა ძვირად ღირებულ სახლებს მთელს მსოფლიოში.

ორჯერ განქორწინებული გრიფინი ფლობს რამდენიმე ბინას ნიუ-იორკში, მათ შორის 238 მილიონი დოლარის ღირებულების პენტჰაუსს მანჰეტენზე. გარდა ამისა, აქვს რამდენიმე ძვირად ღირებული უძრავი ქონება მაიამიში, სახლები ასპენში, ლონდონში, ჰავაიში და ნიუ-იორკის ჩრდილო-აღმოსავლეთით მდებარე ძვირად ღირებულ უბანში. ასევე აქვს 450 მილიონი დოლარის ღირებულების ოკეანისპირა საცხოვრებელი კომპლექსი პალმ ბიჩში.

i795ti5t68e47uedu7-1676637646.jpg

მაკენზი სკოტი

ქონება: 26,8 მილიარდი დოლარი

52 წლის მწერალმა უზარმაზარ სიმდიდრე ამაზონის 4%-იანი წილის ფლობით დააგროვა, რომელიც მისმა ყოფილმა ქმარმა ჯეფ ბეზოსმა დააარსა. 25-წლიანი ქორწინების შემდეგ, სკოტმა, როგორც ჩანს, ფული სიყვარულზე გაცვალა და 2021 წელს იგი დაქორწინდა დენ ჯევეტზე - ყოფილ მასწავლებელზე სიეტლის სკოლაში. სამწუხაროდ, წყვილი იანვარში დაშორდა. დღეს სკოტი თავისუფალია და სიყვარულს ისევ ეძებს.

t5w3e5645ruy7586tg8utg-1676637671.jpg

ნიკოლას ბერგრუენი

ქონება: 3,1 მილიარდი დოლარი

2000-იანი წლების დასაწყისში ნიკოლას ბერგრუნი ცნობილი გახდა, როგორც "უსახლკარო მილიარდერი", რომელმაც გაყიდა თავისი ბინები ნიუ-იორკსა და მაიამიში, რათა მდიდრულ სასტუმროებში ეცხოვრა.

მას სუროგატი დედისგან ორი შვილი შეეძინა, მაგრამ მეორე ნახევარი მაინც არ ჰყავს. 61 წლის მილიარდერი მართავს ბერგრუენის ინსტიტუტის ანალიტიკურ ცენტრს, რომელიც ორიენტირებულია დემოკრატიისა და კაპიტალიზმის მომავალზე.

sw453ey6rfgu786r86t-1676637687.jpg

კიმ კარდაშიანი

ქონება: 1,7 მილიარდი დოლარი

42 წლის კიმ კარდაშიანს დასამალი ნამდვილად არაფერი აქვს. ის გიჟდება კამერების წინ პოზირებაზე და მისი ცხოვრების განუყოფელი ნაწილიც არის. მისი ბრენდი - Skims 3,2 მილიარდ დოლარად არის შეფასებული.

Forbes-ის შეფასებით წარსულში რთული ურთიერთობის მიუხედავად - სამი განქორწინება, მათ შორის უკანასკნელი კანიე უესტთან და გახმაურებული განხეთქილება Saturday Night Live-ის ყოფილ კონკურსანტ პიტ დევიდსონთან - კიმი არ ნებდება. მან ზუსტად იცის, ვის ეძებს - ჭკვიან მამაკაცს.

ftr6ed7urfujf86r8-1676637720.jpg

ტაილერ პერი

წმინდა ქონება: 1 მილიარდი დოლარი

თვითნაკეთი მილიარდერი ტაილერ პერი ამბობს, რომ 2020 წელს Forbes 400-ში მოხვედრამდე ის იყო „ჯოჯოხეთურად ღარიბი“. 2020 წელს, 11- წლიანი ქორწინებისა და ერთი შვილის გაჩენის შემდეგ, 53 წლის რეჟისორი, მსახიობი, პროდიუსერი და დრამატურგი მეუღლეს გელილა ბეკელეს დაშორდა. მას შემდეგ ის მარტოხელა, მაგრამ მაინც გაუმაძღარია სასიყვარულო ისტორიებისთვის.

წყარო: forbes.ru

თეონა რამაზაშვილი