Lion Terminal Poti - უსაფრთხო და თანამედროვე სტანდარტის საპორტო ტერმინალი ოფიციალურად გაიხსნა

საერთაშორისო ლოჯისტიკური კომპანია Lion Trans - ის ტერმინალი ფოთში ოფიციალურად გაიხსნა. გახსნის ცერემონიალზე მოწვეულმა სტუმრებმა ტერმინალის სივრცე დაათვალიერეს, კომპანიის დამფუძნებლებმა და მენეჯმენტის წევრებმა მათ ტერმინალის მუშაობის სპეციფიკა გააცნეს და სამომავლო გეგმებზეც ისაუბრეს. ღონისძიებას ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები და ბიზნეს პარტნიორები ესწრებოდნენ.

Lion Terminal Poti - ყველაზე უსაფრთხო და თანამედროვე სტანდარტის საპორტო ტერმინალია. ტერმინალის ტერიტორიაზე ხდება არა მხოლოდ საქართველოს, არამედ სომხეთის, აზერბაიჯანისა და აზიის ქვეყნებისთვის განკუთვნილი ტვირთების იმპორტი, ხოლო ექსპორტი ხორციელდება მსოფლიოს ყველა მიმართულებით. ტერმინალს სტრატეგიული ადგილმდებარეობა აქვს, საპორტო ქალაქ ფოთში და ის უწყვეტ რეჟიმში მუშაობს.

img-4425-1676704876.jpg

კომპანია წლიურად საშუალოდ 16 500-მდე კონტეინერის ტრანსპორტირებას ახორციელებს. ტერმინალზე ტვირთის მიღება, გადმოტვირთვა, გადამუშავება, უსაფრთხოების დაცვა და გაცემა საერთაშორისო სტანდარტების სრული დაცვით ხდება.

4-1-1676704919.jpg

Lion Trans-ი საერთაშორისო სატრანსპორტო კომპანიაა, რომელიც მომხმარებელს ლოჯისტიკური მომსახურების ფართო სპექტრს სთავაზობს და ახორციელებს როგორც სახმელეთო, ისე საზღვაო და საჰაერო გადაზიდვებს ამერიკიდან მსოფლიოს ყველა მიმართულებით. მსოფლიოს მასშტაბით Lion Trans-ის ოფისები, სასაწყობე მეურნეობები და ტერმინალები წარმოდგენილია 12 ქვეყანაში, ასევე საქართველოს 11 ქალაქში. კომპანია ამავდროულად ერთ-ერთი ყველაზე დიდი ავტოიმპორტიორია ევროპასა და ახლო აღმოსავლეთში.

img-4953-1676704901.jpg

„კონტეინერის გახსნისა და ავტომობილის გადმოყვანის პროცესი ტვირთის დაცვის უმაღლესი სტანდარტებით მიმდინარეობს. გახსნის დაწყებიდან ავტომობილის საპარკინგე სივრცეში განთავსების მომენტის ჩათვლით მუდმივად მიმდინარეობს სრული პროცესის ვიდეო მონიტორინგი. ვიდეო მონიტორინგის პარალელურად, მთლიან პროცესს მეთვალყურეობს ფორვარდერი, რომელიც ასურათებს ავტომობილის მდგომარეობას კონტეინერის გახსნისას, კონტეინერიდან გადმოტვირთვისას და საპარკინგე სივრცეში განთავსებისას. აღნიშნული პროცესი ავტომატურად გულისხმობს ავტომობილის 24/7-ზე დაცულობას,“ - ამბობს ლაიონ ტერმინალ ფოთის დირექტორი გურამ ყველაიძე.

(R)