ერთ წელში 281 994 კგ უკან გაბრუნებული ბოსტნეული - საიდან შემოდის პროდუქტი

შემოსავლების სამსახურის მიერ, მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, გასულ წელს საქართველოს საზღვრიდან 281 994 კგ ბოსტნეული, უკან, ექსპორტიორ ქვეყანაში გაბრუნდა.

„ბიზნესპრესნიუსი“ დაინტერესდა, რომელ ქვეყნებში ყიდულობს საქართველო ბოსტნეულს ყველაზე დიდი რაოდენით.

საქსტატის მონაცემებით, 2022 წელს ქვეყანამ 47,535 მლნ აშშ დოლარის პროდუქტი შეიძინა.

რაც შეეხება ექსპორტიორი ქვეყნების ტოპ-ათეულს, ჩამონათვალი ასეთია:

  • თურქეთი -26,611 მლნ აშშ დოლარი
  • უზბეკეთი - 6,057 მლნ აშშ დოლარი
  • აზერბაიჯანი - 3,576 მლნ აშშ დოლარი
  • რუსეთი - 1,949 მლნ აშშ დოლარი
  • ირანი - 1,733 მლნ აშშ დოლარი
  • გერმანია - 1,191 მლნ აშშ დოლარი
  • ყირგიზეთი - 1,077 მლნ აშშ დოლარი
  • ჩინეთი - 847.1 ათასი აშშ დოლარი
  • ბელარუსი - 747.8 ათასი აშშ დოლარი
  • სომხეთი - 743.2 ათასი აშშ დოლარი

იხილეთ ასევე: რა მოცულობის ხილი, ბოსტნეული და გაყინული პროდუქტი გაბრუნდა საქართველოს საზღვრიდან 2022 წელს

ნინი ქეთელაური