“ამაზონი” თანამშრომლებს ოფისებში აბრუნებს

1-ლი მაისიდან “ამაზონის” თანამშრომლები ვალდებულები იქნებიან კვირაში სამი დღე ოფისში იარონ. ამ მოთხოვნით სრულდება კომპანიის დისტანციური მუშაობის შესახებ გაცემული პირობა. შესაბამისი გადაწყვეტილებით, ის ისეთ ცნობილ კომპანიებს უერთდება, როგორებიც არის „დისნეი“ და „სტარბაქსი“, რომლებსაც დისტანციური მუშაობის წესები 2023 წლიდან გაამკაცრეს.

„ამაზონის“ დირექტორის, ენდი ჯესის თქმით, ცვლილება ხელს შეუწყობს კომუნიკაციის, კარიერული განვითარებისა და კორპორატიული კულტურის გაძლიერებას.

”თანამშრომლობა და ხარისხი უფრო ადვილი და მაღალია, როდესაც ჩვენ პირადად ვურთიერთობთ”, - წერს ის ფირმის მიერ გაზიარებულ მემორანდუმში.

ეკა დარჩიაშვილი