ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ინვესტორთა საბჭოს წევრებს შეხვდა

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მაია ომიაძე ინვესტორთა საბჭოს წევრებს შეხვდა.

როგორც ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, მაია ომიაძემ შეხვედრის მონაწილეებს ტურიზმის აღდგენის დინამიკა, ადმინისტრაციის მიმდინარე და დაგეგმილი აქტივობები, ITB ბერლინის ტურისტული გამოფენისათვის მოსამზადებელი სამუშაოები გააცნო.

მათივე ცნობით, შეხვედრაზე ტურიზმის სფეროში ბიზნესის განვითარებისა და ინვესტიციების მოზიდვის საკითხები განიხილეს.

ინვესტორთა საბჭოს წევრებთან შეხვედრას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილეები: თამარ ყორიაული და მედეა ჯანიაშვილი დაესწრნენ.