8 მცდარი შეხედულება ტრანსპორტის GPS მონიტორინგის სისტემების შესახებ

ყოველწლიურად მთელს მსოფლიოში სულ უფრო მეტი ბიზნესი და სახელმწიფო ორგანიზაცია იყენებს GPS მონიტორინგის სისტემას.

ამ გზით ისინი ახერხებენ საწვავისა და საოპერაციო ხარჯების შემცირებას.

სერვისი იძლევა შესაძლებლობას გაიზარდოს მომსახურების ხარისხი და ეფექტურობა, GPS მონიტორინგით მიღებული ინფორმაციით შესაძლებელია დაიგეგმოს და გაკონტროლდეს მარშუტები, შემოწმდეს რამდენად კეთილსინდისიერად ეპყრობა ავტომობილს ჩვენი თანამშრომელი, როგორ მართავს ავტომობილს და ა.შ სამწუხაროდ, საქართველოში ამ სერვისთან დაკავშირებით ჯერ კიდევ არსებობს მითები, რომლიც ბევრ მენეჯერს ხელს უშლის გადაწყვეტილების მიღებაში. დრაივერი საქართველოს ბაზრის ლიდერი კომპანია GeoGPS-სთან ერთად წარმოგიდგენთ 8 მითს, რომელიც გავრცელებულია საქართველოში.

მითი 1.: ჩვენ არ გვინდა GPS მონიტორინგი, ვინაიდან ვენდობით ჩვენს თანამშრომლებს

GPS მონიტორინგის არსი არ არის თანამშრომლების ყველა მოქმედების კონტროლი, ეს ოპერაციული ხარჯების და არაეფექტურობის შეზღუდვას უფრო ეხება. შედეგად ვიღებთ შემცირებულ საწვავის და შეკეთების ხარჯს, უსაფრთხოებას მძღოლებისთვის და შესაბამისად, სწრაფი პასუხის საშუალებას მომხმარებელთა შეკითხვებზე.

მითი 2: ჩვენი მძღოლები დატოვებენ სამსახურს, თუ GPS მონიტორინგს განვახორციელებთ.

ათასობით მომხმარებლის გამოცდილება სრულიად ეწინაამღდეგება ამ ჩვენებას. რეალურად სფეროში როგორც კი იძენენ გამოცდილებას GPS მონიტორინგის სისტემაზე, ისინი სწორედ მას ანდობენ ინფორმაციას მარშრუტიზაციის, დროში შესრულებული სამუშაოს და გზისპირა დახმარების შესახებ. ხშირ შეთხვევაში GPS ნავიგაცია აგარიდებთ შრომატევად სამუშაოს და უზრუნველყოფს დამატებით უსაფრთხოებას.

მითი 3: მონიტორინგის სისტემები რთული დასაყენებელი და მოსახმარია.

უმეტესობა მონიტორინგის სისტემებიდან უმნიშვნელო და ძირითადი კომპონენტებისგან შედგება: GPS მიმღები, რომელიც ტრანსპორტზეა მიბმული და მომხმარებლის ინტერფეისი, რომელიც ორგანიზებას უწევს და გვიჩვენებს მიღებულ ინფორმაციას. ორივე მათგანის, დაყენება და გამოყენება ამ სისტემებისა არის უმარტივესი.

მითი 4: GPS მონიტორინგი არასაჭიროა

„შემიძლია ვაკონტროლო ჩემი ტრანსპორტი საკმაოდ კარგად ტელეფონებისა და ციფრული მდივნების მეშვეობით“, თუმცა ამ ინსტრუმენტებს არ შეუძლიათ საჭირო ინფორმაციის მიწოდება ტრანსპორტის მენეჯერებისთვის: რეალურ დროში ტრანსპორტის მდებარეობა, ძრავის სტატუსი, ისტორია გაჩერებების შესახებ, საწვავის მოხმარებისა თუ სიჩქარის გადაჭარბების შესახებ. ტელეფონები და ციფრული მდივნები ადვილად შეიძლება გამოირთოს, დავარდეს/დაიმტვრეს და ა.შ. მეტიც, მაშინაც კი როდესაც მობილური ტელეფონები გამართულად მუშაობენ, ისინი აკონტროლებენ ადამიანებს, ვიდრე აქტივებს.

მითი 5:ყველა GPS მონიტორინგის სისტემა ერთმანეთის მსგავსია

„თუ მომაწოდებ ინფორმაცის, თუ სად მდებარეობს ჩემი ყველა სატრანსპორტო საშუალება ამ კონკრეტულ მომენტში და მათი დღიური აქტივობების შესახებ, ეს საკმარისი იქნება ჩემთვის“ – ეს მოთხოვნა გონივრულად მხოლოდ ზედაპირზე ჩანს, თუმცა ბიზნესის გაძლიერების პოტენციალი GPS სისტემების ხარჯზე სცილდება მონიტორინგის მიერ გამოტანილ წერტილებს რუკაზე. უმეტესი სერვისის მომხმარებლები შეგროვებული ინფორმაციის მნიშვნელობას მხოლოდ გამოყენების შემდეგ თუ იგებენ.

ბევრი პროვაიდერი უბრალოდ სთავაზობს მომხმარებლებს GPS ტექნოლოგიას, თუმცა არ ეხმარებიან, გარდაქმნან ეს ინფორმაცია ბიზნესისთვის საჭირო მიმართულებით. როდესაც ირჩევთ GPS მონიტორინგის პროვაიდერს, აუცილებლად დააკვირდით, თუ რამდენად გამოიჩინეს მათ ინტერესი მომხმარებლების საქმიანობის და მათი სპეციფიკური მოთხოვნილებების მიმართ.

მითი 6: GPS მონიტორინგის სისტემა კიდევ ერთი დამატებითი პროდუქტია, რომელიც უნდა შევიძინო, რათა ჩემი ბიზნესი უფრო ნაყოფიერი გახდეს

GPS მონიტორინგის სისტემა არ უნდა განვიხილოთ როგორც პროდუქტი, ეს უფრო სერვისია რომელსაც ავტოპარკის მენეჯერი იყენებს თავისი კომპანიის ნაყოფიერებისა და სარგებლიანობის გაზრდისთვის.

მითი 7: ჩემს კომპანიას არ აქვს ფინანსური რესურსი GPS მონიტორინგის სისტემის ინსტალაციისთვის.

ხარჯი ყოველთვის გასათვალისწინებელი მომენტია. GPS მონიტორინგის სისტემა ჩვეულებრივ მოითხოვს ინვესტიციას მოწყობილობაში ყველა ტრანსპორტისთვის და თვიურ ხარჯს მონაცემების შეგროვებისა და უკაბელო სერვისებისთვის. თუმცა ეს სისტემები ახდენს იმ ხარჯების ოპტიმიზაციასა და მინიმიზაციას, რაც უკვე უჯდებათ კომპანიებს ასობით და ხშირად ათასობით ლარი ყოველთვიურად. ეს ხარჯები კი ბევრად აჭარბებს GPS მონიტორინგის სისტემებისთვის გამოყოფილ თვიურ ინვესტიციას. უმეტესი ავტოპარკებისა აღწევენ ინვესტიციის ამონაგებს გამოყენებიდან პირველ რამდენიმე თვეში იმ ხარჯების შემცირებით, რაც დაკავშირებულია საწვავის არაეფქტურად გამოყენებით, ავტომობილების მოვლით და ა.შ.

მითი 8: GPS კონტროლი არასანდო ტექნოლოგიაა

GPS ტექნოლოგია თავისთავად (უნარი აღმოაჩინო და მონიტორინგი გაუწიო სხვადასხვა საგნებს ნებისმიერ დროს და მოცემულ მომენტში სატელიტისა და უკაბელო მოწყობილობების მეშვეობით) დეკადების განმავლობაში ეფექტურად გამოიყენებოდა. GPS სისტემების ეფექტურობა ნაყოფიერებისა გაზრდისა და ოპერაციული ხარჯების შემცირებაში არაეთხელ იქნა დოკუმენტირებული რეპუტაციული წყაროების მიერ.

R