რუსეთში იანვარში ავტომობილების წარმოება 77,6%-ით შემცირდა

რუსეთის ფედერაციაში 2023 წლის იანვარში წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ავტომობილების წარმოება 77,6%-ით შემცირდა და 21,3 ათასი ერთეული შეადგინა. ამის შესახებ ინფორმაციას რუსეთის სტატისტიკის სამსახური ავრცელებს.

ამასთან, 2022 წლის დეკემბერთან შედარებით, წარმოება შემცირებულია 47,1%-ით.

სატვირთო ავტომობილების წარმოებამ შეადგინა 5,8 ათასი, რაც 35,4%-ით ნაკლებია წინა წლის იანვართან შედარებით და 62,2%-ით ნაკლები - 2022 წლის დეკემებრთან შედარებით.

რაც შეეხება ავტობუსებს, მისი წარმოებაც შემცირებულია, თუმცა მხოლოდ 5,6%-ით 535 ერთეულამდე.

კოკა კვირკველია