უკრაინაში რუსული ფილმებისა და სერიალების გაშვება იკრძალება

უკრაინის პრეზიდენტმა, პეტრო პოროშენკომ ხელი მოაწერა კანონს, რომელიც უკრაინაში იმ რუსული ფილმებისა და სერიალების გაშვებას კრძალავს, რომელიც რუსეთის ძალოვან სტრუქტურებს ეხება.

ამის შესახებ უკრაინული მედია იტყობინება. დოკუმენტის მიხედვით, იკრძალება ნებისმიერი აუდიოვიზუალური მასალის ტრანსლირება, რომელიც შეიცავს "ოკუპანტი-სახელმწიფოს შეიარაღებული ძალების, სამართალდამცავი უწყებების და სამხედრო და უსაფრთხოების სამსახურების ქმედებების პროპაგანდას, პოპულარიზაციასა და აგიტაციას".

რუსული ფილმების აკრძალვის შესახებ კანონი უმაღლესმა რადამ 5 თებერვალს მიიღო, მარტში კი პარლამენტმა უარი განაცხადა რუსული ფილმებისა და სერიალების ტრანსლაციის აკრძალვის გაუქმებაზე.