მილიონერი ვარსკვლავური ოჯახიდან - რა ქონებას ფლობს დევიდ და ვიქტორია ბექჰემის ვაჟი, კრუზ ბექჰემი

დევიდ და ვიქტორია ბეჰქემების ვაჟი, კრუზ ბექჰემი 20 თებერვალს 18 წლის გახდა. ოჯახმა მისი დაბადების დღე გრანდიოზულად აღნიშნა, მედიის ყურადღება კი სავარაუდოდ, ერთ-ერთმა ძვირად ღირებულმა საჩუქარმა მიიქცია.

კრუზ ბექჰემს საკუთარ დაბადების დღეზე 32 900 ფუნტ სტერლინგის ღირებულების Rolex-ის საათი ეკეთა.

Rolex Submariner Date ამჟამად გაყიდვაშია და ნებისმიერი მსურველისთვის არის ხელმისაწვდომი. ბრენდის ოფიციალურ საიტზე მისი ფასი £32 900-ია.

წყალგაუმტარი საათი, რომელსაც აქვს ყვითელი ოქროს სამაჯური, შექმნილია სპეციალურად მყვინთავებისთვის. აღსანიშნავია, რომ საათის ღირებულება დროსთან ერთად მოიმატებს.

cruz1-1677239837.jpg

მედიის ცნობით, კრუზ ბექჰემი საათების დიდი მოყვარულია და ძვირფას კოლექციასაც ფლობს. Submariner მან პირველად 16 წლის ასაკში მოირგო. აღნიშნული მოდელის ფასი 9 100 ფუნტი იყო.

Idolnetworth-ის ინფორმაციით, ვარსკვლავური წყვილის ყველაზე პატარა ვაჟი 2005 წლის 20 თებერვალს, მადრიდში დაიბადა. ის Instagram-ის ვარსკვლავია, 2 მილიონი გამომწერით.

cruz2-1677239858.jpg

2016 წლის დეკემბერში კრუზმა გამოუშვა თავისი სადებიუტო სინგლი "If Everyday Was Christmas". გამოცემის ინფორმაციით, 2023 წლის მონაცემებით, კრუზ ბექჰემი 13 მილიონ დოლარს ფლობს.

წყარო: dailymail.co.uk

თეონა რამაზაშვილი