როგორ იქცა ვიეტნამელი ემიგრანტი მილიარდერ ბიზნესმენად ცხარე სოუსის დახმარებით - “ამერიკული ოცნების“ ახდენის კიდევ ერთი გზა

ლოს ანჯელესში ჩასვლიდან 45 წლის შემდეგ, დევიდ ტრანმა “შრირაჩას“ სოუსის წარმოება მრავალმილიარდ დოლარიან ბიზნესად აქცია. ბოთლები მამლის ლოგოთი და ცნობადი მწვანე თავსახურით აშშ-ში ათიდან ერთ სამზარეულოში მაინც შეგხვდებათ. Sriracha by Huy Fong Foods აშშ-ს ცხელი სოუსების ბაზარზე მესამე ადგილს იკავებს და დღეს წარმოებას წლიური 1,5 მილიარდი დოლარის შემოსავალი აქვს.

ყველაფერი კი ძალიან უცნაურად დაიწყო... გაჭირვებას გაქცეულმა ემიგრანტმა თავი ამერიკას შეაფარა, სადაც ფიქრობდა, რომ მისი ოჯახისთვის საკვების უზრუნველყოფას მაინც შეძლებდა.

1978 წლის დეკემბერში, 33 წლის დევიდ ტრანმა ვიეტნამი დატოვა. მას თან 100 უნცია ოქრო ჰქონდა - ძვირფასი ლითონი, იმ დროისთვის 20 000 დოლარი ღირდა, დღეის მდომარეობით დაახლოებით 90 000 დოლარი. ტრანმა ოქრო შედედებული რძის ქილებში დამალა, რადგან მაშინდელი ვიეტნამის კომუნისტური ხელისუფლება მსგავს შემთხვევებზე ნადირობდა. ტრანი ჰონგ კონგში სატვირთო გემით გაემგზავრა, სადაც ლტოლვილთა ბანაკში რვა თვე გაატარა, შემდეგ კი სანამ ბოსტონში გადავიდა. ექვსი თვის შემდეგ ის საბოლოოდ დასახლდა ლოს ანჯელესში.

დასაწყისი

ტრანმა წარმატებისკენ გრძელი გზა გაიარა. ის 1945 წელს, ვიეტნამის სოკ-ტრანგის პროვინციაში დაიბადა, როდესაც ქვეყანა ჯერ კიდევ საფრანგეთის კოლონიური მმართველობის ქვეშ იყო. ტრანის მამა ვაჭარი იყო, დედა კი დიასახლისი, რომელმაც 8 შვილი აღზარდა.

16 წლის ასაკში, მხოლოდ დაწყებითი სკოლის განათლებით, ტრანი საიგონში, ქიმიურ მაღაზიაში სამუშაოდ გადავიდა. მოგვიანებით ის დაბრუნდა საშუალო სკოლაში სწავლის გასაგრძელებლად, მაგრამ როცა დაამთავრა, სამხრეთ ვიეტნამის ჯარში გაიწვიეს.

ტრანი ომში ძირითადად მზარეულად მუშაობდა, სამხედრო სამსახური 1975 წელს დაასრულა, როდესაც ჩრდილოეთ ვიეტნამის ჯარებმა დაიპყრეს საიგონი და მოიგეს ომი. რამდენიმე თვეში კი ცოლად შეირთო მისი ამჟამინდელი მეუღლე ადა.

სამხედრო სამსახურის დასრულების შემდეგ, ტრანს უფროს ძმასთან ერთად ჩილის წიწაკა მოჰყავდა. სწორედ მაშინ შევიდა ის ცხელი სოუსების ინდუსტრიაში: როგორც არმიის მზარეული, ტრანი ხშირად ამზადებდა ჩილის სოუსს. მაგრამ არ მოსწონდა ის ფაქტი, რომ სოუსი დამზადებიდან რამდენიმე დღეში სიცხარეს კარგავდა. ამიტომ გადაწყვიტა შეექმნა სოუსი, რომელიც დიდხანს დარჩებოდა სუფთა და ცხარე.

”დავიწყე ფიქრი მასობრივ წარმოებაზე, რადგან ახალი ჩილის წიწაკის ფასი ძალიან მაღალი იყო“- თქვა ტრანმა.

ტრანი, მისი უფროსი ძმა და სიმამრი ცხარე სოუსს სახლში ამზადებდნენ და ამერიკელი ჯარისკაცების მიერ დატოვებულ გერბერის ბავშვთა საკვების ამოყენებულ ქილებში ასხამდნენ. თუმცა, 1978 წლისთვის კომუნისტურმა მთავრობამ აიძულა ჩინელი ვიეტნამელები დაეტოვებინათ ქვეყანა. ასე რომ, ტრანმა და მისმა ოჯახმა, რომლებიც კანტონური წარმოშობისა იყვნენ, გადაწყვიტეს წასულიყვნენ ჰონგ კონგში. 1980 წლის იანვარში, ტრანი, მისი ცოლი და ვაჟი საცხოვრებლად ლოს-ანჯელესში გადავიდნენ.

ლოს-ანჯელესში ჩასვლისას მან გაყიდა ოქრო და “ჩინურ კვარტალში“ 232,26 კვ მეტრი მიწა იყიდა. დააარსა თავისი კომპანია Huy Fong Foods, რომლის მიზანი იყო ეწარმოებინა ცხელი სოუსი. ტაილანდური რეცეპტით დამზადებულ სიუსს კი “შრირაჩა“ (Sriracha) დაარქვა.

თავისი სოუსის გაყიდვა თავისი ლურჯი Chevrolet ფურგონიდან დაიწყო. 1987 წლისთვის მოთხოვნა იმდენად გაიზარდა, რომ მან Huy Fong Foods Rosemead-ში, ლოს-ანჯელესის აღმოსავლეთში გადაიტანა. 10 წელზე ნაკლები ხნის შემდეგ იყიდა ყოფილი Wham-O ქარხანა.

კვლევითი ფირმა IBISWorld-ის თანახმად, Huy Fong Foods დღეს 1 მილიარდ დოლარად არის შეფასებული. ამით 77 წლის ტრანი, რომელიც ფლობს მთელ კომპანიას, ქვეყნის ერთადერთ ცხარე სოუსის მილიარდერად აქცევს.

ბოლო წლებში Huy Fong Foods-მა მოახერხა და კონკურენტები შეიძინა - მათ შორის 800 მილიონ დოლარად მექსიკური ცხელი სოუსის ბრენდი Cholula.

ტრანი ყოველთვის იყენებდა ერთსა და იმავე ინგრედიენტებს „შრირაჩას“ დასამზადებლად მას შემდეგ, რაც პირველად დაიწყო მისი გაყიდვა 1980 წელს: წიწაკა, შაქარი, მარილი, ნიორი და ძმარი. 40 წელზე მეტი ხნის განმავლობაში, ეს იყო წარმატების რეცეპტი, რომელმაც Huy Fong Foods პატარა დამწყები ბიზნესიდან მილიარდ დოლარამდე აიყვანა.

დღეს უკვე მილიარდერი ტრანი, გეგმავს ბიზნესი მის ორ შვილს - 47 წლის უილიამს და 41 წლის იასს გადასცეს, რომლებიც დღეს კომპანიის თანამშრომლები არიან.

წყარო: forbes

თეონა რამაზაშვილი