"სარფში" არადეკლარირებული საქონლის შემოტანის მცდელობა გამოავლინეს

საბაჟო გამშვები პუნქტის, "სარფის" ტერიტორიაზე, აზერბაიჯანის მოქალაქე ს.მ.-ის მიმართ ეჭვის საფუძველზე, მებაჟე ოფიცრებმა, მგზავრის ხელბარგისა და ფიზიკური დათვალიერების შედეგად, აღმოაჩინეს არადეკლარირებული საქონელი, კერძოდ, ოქროს საიუველირო ნაკეთობები, საერთო წონით 99,49 გრამი, და 20 000 აშშ დოლარი.

შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, ოქროს საიუველირო ნაკეთობების ღირებულებამ 5277,82 ლარი შეადგინა. საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-10 ნაწილის შესაბამისად, პირს სანქციის სახით შეეფარდა ფულადი ჯარიმა 5277,82 ლარის ოდენობით, ხოლო არადეკლარირებული თანხის ფაქტზე - საგადასახადო კოდექსის მე-12 ნაწილის შესაბამისად, ფულადი ჯარიმა 1000 ლარის ოდენობით.