2022 წელს ჩინეთმა სუფთა ენერგიაში 546 მილიარდი დოლარის ინვესტიცია განახორციელა

ჩინეთი, რომელსაც ამჟამად გარემოს მთავარი დამაბინძურებლის სტატუსი აქვს, განახლებად ენერგიებში ინვესტირების აგრესიულ გზას ირჩევს. გასულ წელს ქვეყანამ სუფთა ენერგიაში 546 მილიარდი აშშ დოლარის ინვესტიცია განხორციელა, რაც მსოფლიოს ყველა ქვეყნის მიერ დახარჯული თანხის თითქმის ნახევარია.

მსოფლიოს მეორე უდიდესი ეკონომიკა ნახშირბადის ემისიების შესამცირებლად მნიშვნელოვან ნაბიჯებს დგამს და ინვესტიციების მოცულობით ამერიკასაც კი გადაასწრო, რომელმაც 141 მილიარდი დოლარის ინვესტიცია განახორციელა. რაც შეეხება ევროკავშირს, ინვესიტიციების მოცულობამ 2022 წელს 180 მილიონი დოლარი შეადგინა.

BloombergNEF-ის ახალი ანგარიშის მიხედვით, მთლიანად დაბალ-ნახშირბადიან ენერგიაზე ტრანზიციაში ინვესტირების მაჩვენებელი 1.1 ტრილიონ დოლარს გაუტოლდა, რაც რეკორდული მაჩვენებელია და მნიშვნელოვნად აღემატება 2021 წლის მონაცემებს.

კახი ჩაკვეტაძე