Netflix-ი დაბალშემოსავლიან ქვეყნებში გამოწერის საფასურს ანახევრებს

კომპანია Netflix დაბალშემოსავლიან ქვეყნებში გამოწერის საფასურს 50%-ით ამცირებს. მიზეზი ამ სახელმწიფოებში გამომწერთა ნაკლებობაა.

ამჟამად ცვლილება 30 ქვეყანას ეხება. გამოცემა The Wall Street Journal-ის თანახმად, ეს ქვეყნები არიან: შუა აღმოსავლეთში იემენი, იორდანია, ლიბია და ირანი, სუბ-საჰარულ აფრიკაში კენია, ევროპაში ხორვატია, სლოვენია და ბულგარეთი, ლათინურ ამერიკაში ნიკარაგუა, ეკვადორი და ვენესუელა, აზიაში კი მალაიზია, ინდონეზია, ტაილანდი და ფილიპინები.

Netflix-ის პრესსპიკერ კუმიკო ჰიდაკას ქვეყნების სია არ დაუკონკრეტებია, თუმცა ფასები, შესაძლოა, ბოსნია და ჰერცოგოვინაში, სერბეთში, ალბანეთში, ჩრდილოეთ მაკედონიასა და სლოვაკეთშიც შემცირდეს.

კახი ჩაკვეტაძე