ევროკავშირის თავშესაფრის სააგენტოს ანგარიშის მიხედვით, 2022 წელს საქართველოდან თავშესაფრის მოთხოვნაზე 29,000 განაცხადი შევიდა, რაც მინიმუმ 2008 წლის შემდეგ დაფიქსირებული რეკორდული მაჩვენებელია.
ეს მაჩვენებელი 2021 წლის მონაცემზე 94%-ით მეტია. საქართველოს მოქალაქეების მიერ, ევროკავშირის წევრ ქვეყნებში საერთაშორისო დაცვის მოთხოვნით 2021 წელს 14,600 განაცხადი იყო წარდგენილი, 2020 წელს - 8,650.
EU-ში თავშესაფრის მაძიებელი ქართველების ბოლო წლების სტატისტიკა შემდეგნაირია:
- 2016 – 8,775;
- 2017 – 12,060;
- 2018 – 20,950;
- 2019 - 22,765;
- 2020 – 8,905;
- 2021 – 14,970.