Nord Stream 2-ის გამოუყენებელი მილები იყიდება

გერმანიის ხელისუფლება Nord Stream 2-ის მშენებლობის დროს დარჩენილ და გამოუყენებელ მილებს თხევადი ბუნებრივი აირის ტერმინალთან დასაკავშირებლად გამოიყენებს. ინფორმაციას გერმანული გამოცემა Welt am Sonntag წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

ტერმინალი კუნძულ რუგენის რაიონში მდებარეობს და ფედერალურ მიწა მეკლენბურგის ლუბმინის თემს უნდა დაუკავშირდეს, რასაც ახალი მილსადენი უზრუნველყოფს.

გაზეთის ცნობით, ქვეყნის მთავრობა კომპანია Nord Stream 2-ისგან 3000-მდე გამოუყენებელი მილის შესყიდვას განიხილავს. ამჟამად მილსადენის ნაწილები კუნძულ რუგენზე, მუკრანის პორტში ინახება.

თხევადი ბუნებრივი აირისთვის ახალი მილსადენის სიგრძე 40 კმ-ზე ოდნავ ნაკლები იქნება.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ