ბათუმის მერია - ბათუმში ახალი მუნიციპალური ავტობუსების ნაწილი უკვე შემოვიდა

ბათუმში ახალი მუნიციპალური ავტობუსების ნაწილი უკვე შემოვიდა.ბათუმის მერიის ინფორმაციით, 10 მ. სიგრძის ახალი ავტობუსები 70-მდე მგზავრის გადაყვანის შესაძლებლობას იძლევა და სრულად ადაპტირებულია შშმ პირთათვის.

ავტობუსებში დამონტაჟებულია ინტეგრირებული გათბობის, კონდიცირების, ვენტილაციის, საინფორმაციო ხმოვანი და ანტივანდალური ვიდეომონიტორინგის სისტემები. ავტოპარკის განახლების პროცესი აპრილში დასრულდება.

ავტობუსების შეძენა აჭარის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით, სახელმწიფო ბიუჯეტიდან განხორციელდა.