საქართველოში ხახვი გაიაფდა - რა ღირს პროდუქტი

ფასების რეკორდული მატების შემდეგ, თებერვალში საქართველოში ხახვი გაიაფდა. იანვრის ბოლოს კი, კილოგრამის ფასი 1,6 ლარიდან 2,3 ლარამდე გაიზარდა, რამაც იმპორტის სტიმულირება გამოიწვია. შედეგად იანვარში ქვეყანაში იმპორტით 3 460 ტონა ხახვი შემოვიდა. ძირითადი იმპორტიორი ქვეყნები იყო რუსეთი და აზერბაიჯანი. ფინანსთა სამინისტროს მონაცემებით, ხახვის საიმპორტო ფასი საშუალოდ 0,38 დოლარი იყო კილოგრამზე, მაშინ, როდესაც თვის ბოლოს ადგილზე საბითუმო ფასი 0,90 დოლარს (2,4 ლარი) შეადგენდა.

იანვარში განახლდა ასევე ადგილობრივი მარაგის რეალიზაცია. სანამ ფასები კულმინაციას მიაღწევდა, ადგილობრივი მწარმოებლები და საბითუმო გადამყიდველები ხახვის გაყიდვისგან თავს იკავებდნენ და უფრო მაღალ ფასს ელოდებოდნენ. პიკის დროს ერთი კილოგრამი პროდუქტის ფასი 2,4 ლარი იყო.

როგორც EastFruit-თან ადგილობრივები აღნიშნავენ, ამჟამად ბაზარზე იმპორტირებული ხახვი ჭარბობს. ამას გარდა, იანვარში შემოტანილი ხახვი ფუჭდება, იმპორტიორები კი ზარალის თავიდან ასაცილებლად, მარაგის გასაღებას ცდილობენ. ამიტომ, როგორც მოსალოდნელია, ახალი სეზონიდან საქართველოში ხახვი შესაძლოა, გაიაფდეს.

ეკა დარჩიაშვილი