სავალუტო ჯიხურებში დოლარის შესაძენი ფასი 2.25-დან 2.26 ლარამდე მერყეობს

თბილისში, სავალუტო ჯიხურებში ერთი აშშ დოლარის შესაძენი ფასი 2.25 -დან 2.26 ლარამდე მერყეობს.

ამასთან, ვალუტის გადამცვლელ სხვადასხვა ჯიხურში დოლარს 2.23-2.24 ლარად იბარებენ.  სავალუტო ჯიხურების ნაწილში აცხადებენ, რომ ვალუტის გადამცვლელთა აქტივობა, მიუხედავად ლარის კიდევ უფრო გაუფასურებისა, გაზრდილია.

რაც შეეხება ერთი ევროს ღირებულებას ლართან მიმართებაში, სავალუტო ჯიხურებში მისი ყიდვის ფასი 2,455-დან 2,47- მდე მერყეობს. აშშ დოლარის ოფიციალური კურსი ამ დროისთვის 2.2451 ლარია.