მომავალი წლიდან სამხედრო პირებისთვის სახელმწიფო ყოველ 3 წელიწადში საცხოვრებელი ფართების თანადაფინანსებით მშენებლობას უზრუნველყოფს

მომავალი წლიდან სამხედრო პირებისთვის სახელმწიფო ყოველ 3 წელიწადში საცხოვრებელი ფართების თანადაფინანსებით მშენებლობას უზრუნველყოფს, - აღნიშნულს გულისხმობს თავდაცვის კოდექსის კანონპროექტი, რომლის განხილვებიც პარლამენტში უკვე დაწყებულია.

ცნობისთვის, იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა პირველი მოსმენით განიხილა „თავდაცვის კოდექსის“ პროექტი, რომელიც ახლებურად დაარეგულირებს თავდაცვის სამინისტროს მოწყობის, საქმიანობისა და სამხედრო სამსახურთან დაკავშირებულ საკითხებს. პროექტის თანახმად, სავალდებულო სამხედრო სამსახურს შეეცვლება სახელი და ეწოდება - „წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახური“.

როგორც პარლამენტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, პროექტით 2024 წლიდან სამინისტრო ვალდებული იქნება სამხედრო მოსამსახურეთათვის, ყოველ სამ წელიწადში ერთხელ, თანადაფინანსებით, უზრუნველყოს საცხოვრებელი ფართების მშენებლობა.

თაია არდოტელი