2016 წლისთვის ინტერნეტ რეკლამა გლობალური სარეკლამო დანახარჯების 25%-ს შეადგენს

Carat-ის პროგნოზით, ყველაზე დიდი ზრდა აზია-წყნარი ოკეანეთის რეგიონში დაფიქსირდება - 20,1%

საერთაშორისო კვლევითი კომპანია Carat-ის ბოლო კვლევის თანახმად, მომავალი წლისთვის ინტერნეტ რეკლამის წილი მსოფლიო სარეკლამო ბაზარზე დანახარჯების 25%-ს შეადგენს.

Carat-ის პროგნოზით, ყველაზე დიდი ზრდა აზია-წყნარი ოკეანეთის რეგიონში დაფიქსირდება - 20,1%. კვლევის ავტორთა განცხადებით, ერთი მხრივ, ამას გამოიწვევს ინდოეთში გასამართი არჩევნები, რომლის წყალობით მიმდინარე წელს ინტერნეტ რეკლამაზე დანახარჯები ქვეყანაში გაორმაგდება და 11%-ს მიაღწევს.

სტაბილური ზრდა შენარჩუნდება ჩინეთშიც, სადაც ინტერნეტ რეკლამაზე დანახარჯების ზრდა 7,9% იქნება.

”აზიის რეგიონები პლატფორმებისა და ინტერნეტთან დაკავშირებული ტექნოლოგიების ადაპტაციაში ლიდერობენ, რაც წელს ინტერნეტ რეკლამის ზრდაზეც აისახება. ძლიერ ზრდას აჩვენებს ონლაინ ვიდეო რეკლამაც”, - აღნიშნა Dentsu Aegis Network Asia Pacific-ის წარმომადგენელმა ნიკ ვოტრესმა.