რა ქონებას ფლობენ ეპოქალური ჯგუფის Guns N Roses- ის წევრები დღეს

1980-იანი წლებში გრძელი თმა, ტყავის შარვალი და როკ-ენ-როლი იყო მუსიკალური ინდუსტრიის ამომავალი წერტილი. მათ შორის კი გამორჩეული ადგილი დაიკავა მუსიკალურმა როკ ჯუფმა Guns N' Roses-მა. მათ მართლაც შექმნეს მთლიანი ეპოქა, რომელმაც დროს გაუძლო.

ორიგინალური ჯგუფი, რომელიც შედგებოდა აქსელ როუზისგან, სლეშისგან, იზი სტრედლინისგან, სტივენ ადლერისა და დაფ მაკკეგანისგან, პირველად 1985 წლის ზაფხულში გაერთიანდა. 90-იანი წლების დასაწყისში კი ჯგუფმა დაიწყო დაშლა, რასაც დიდი ვნებათაღელვა მოჰყვა.

მათი გულშემატკივრები გაახარა იმ ფაქტმა, რომ ჯგუფი 2016 წლის გაზაფხულზე თითქმის ორიგინალურ შემადგენლობით გაერთიანდა და დაუვიწყარი კონცერტით წარსდგა მსმენელის წინაშე. 2022 წლის შემოდგომაზე კი ჯგუფმა ახალი მსოფლიო ტურნე დააანონსა.

საინტერესოა, რა ქონებას ფლობს თითოეული მათგანი?

cdfgvbhjnkm-1677843723.jpg

მელისა რიზი – 2 მილიონი დოლარი

ჯერ კიდევ 2016 წელს, როდესაც ჯგუფის წევრებმა დაიწყეს შეკრება, რიზი გახდა ჯგუფის პირველი ქალი და ყველაზე ახალგაზრდა წევრი.

The Things-ის მიხედვით, რიზი მუშაობდა ბაკეტჰედთან, ბრაიან მანტიასთან და სხვა მუსიკოსებთან. დღეს ის GNR-ში ასრულებს და თავისი ნიჭის წყალობით მილიონობით დოლარის გამომუშავება შეძლო.

vgbhnjkml-1677843772.jpg

რიჩარდ ფორტუსი – 3,5 მილიონი დოლარი

გიტარისტს აქვს ისეთ ჯგუფებში დაკვრის ისტორია, როგორიცაა Love Spit Love, Thin Lizzy და The Dead Daisies, მაგრამ ის GNR-ში 2002 წლიდან არის.

dcfbhmnjmkl-1677843786.jpg

სტივენ ადლერი – 15 მილიონი დოლარი

დრამერი მაიკლ კოლეტი GNR-ისთვის სიმღერების ავტორიც კი არის. მას ახალგაზრდობაში პრობლემები ჰქონდა ნარკოტიკებთან, რის გამოც ჯგუფმა 1990 წელს მას წასვლა სთხოვა. ადლერმა სასამართლო პროცესი წამოიწყო და 2,25 მილიონი დოლარიც მოიგო.

mklcdfgvbhjn-1677843813.jpg

იზი სტრედლინი – 28 მილიონი დოლარი

ჯეფრი დინ იზბელი ჯგუფის ერთ-ერთი დამფუძნებელია. სტრედლინმა ჯგუფი სოლო კარიერის გასაგრძელებლად 1992 წელს დატოვა. თუმცა ცნობილია, რომ იგი მოლაპარაკებებს აწარმოებს GNR-თან და სცენაზე დაბრუნდება.

gbhjuinmklkjgf-1677843832.jpg

ფრენკ ფერერი – 32 მილიონი დოლარი

GNR-ის ერთ-ერთი ახალი დრამერი, ფერერი ჯგუფს 2006 წელს შეუერთდა.

ბენდებთან დაკვრის ისტორიით, როგორიცაა The Beautiful, Psychedelic Furs და Love Spit Love, მან უკვე გაითქვა სახელი და მოაგროვა საკმაოდ დიდი სიმდიდრე.

kolkijhugytfrdcvbn-1677843857.jpg

დიზი რიდი – 40 მილიონი დოლარი

რიდი არის GNR-ის ყველაზე უხუცესი წევრი, ის უკრავს კლავიატურაზე და მონაწილეობს სარეზერვო ვოკალში.

ფანებს შეუძლიათ მოისმინონ რიდის მელოდიები კლასიკურ სიმღერებში, როგორიცაა "Live and Let Die" და "November Rain".

Celebrity Net Worth-ის მიხედვით, რიდი გასტროლებზე თავის ქავერ ჯგუფთან ერთად Hookers N' Blow გადის. 2007 წლის Rock City Awards-ზე ის წლის საუკეთესო კლავიშისტად დასახელდა.

wddcrgt5rezwds-1677843877.jpg

დაფ მაკკაგანი – 70 მილიონი დოლარი

ბას-გიტარისტი სლეშს და ადლერს 1984 წელს შეხვდა, 1985 წელს კი სლეშმა, სტრედლინმა, მაკკეგანმა და ადლერმა პირველად ერთად გაიარეს რეპეტიცია.

ცოტა ხნის შემდეგ, მათ ერთად დაიწყეს "ჯოჯოხეთის ტურში" მოზაურობა.

sdddddddddddddddakmcnbhg-1677843902.jpg

Slash – 90 მილიონი დოლარი

ლონდონში დაბადებული მუსიკოსი გაიზარდა მუსიკალურ ინდუსტრიაში. დედამისმა დევიდ ბოუის, რინგო სტარისა და ჯენის ჯოპლინის კოსტიუმები შექმნა. მისმა მამამ შექმნა ალბომის ქავერები ნილ იანგისთვის და ჯონი მიტჩელისთვის.

1996 წელს ჯგუფის დატოვების შემდეგ, სლეშმა განაგრძო მუშაობა მაიკლ ჯექსონთან და სხვებთან ერთად.

eddfsakmlcmknbgvf-1677843919.jpg

აქსელ როუზი– 200 მილიონი დოლარი

როუზი არის GNR-ის ერთადერთი თანმიმდევრული წევრი. ის და სტრედლინი ერთმანეთს სკოლიდან იცნობდნენ.

როკ-ენ-როლით როუზი 2012 წელს “მოიწამლა“, ხოლო 2016 წელს ის საკულტო ჯგუფის AC/DC-ის ფრონტმენი იყო, თუმცა GNR-თვის არასდროს უღალატია.

წყარო: therichest.com

თეონა რამაზაშვილი