"არემჯი გრუპი" ბოლნისში მუზეუმის მშენებლობას რამდენიმე თვეში დაიწყებს

კომპანია "არემჯი გრუპის" ერთ-ერთი აქციონერისა და დირექტორის, დიმიტრი ტროეცკის განცხადებით, კომპანია ბოლნისის მუნიციპალიტეტში მუზეუმის მშენებლობას რამდენიმე თვეში დაიწყებს.

ამის შესახებ ტროეცკიმ ჟურნალისტებს დღეს მარნეულში განუცხადა. "ამ დროისთვის ეროვნულ მუზეუმთან ერთად ვამუშავებთ კონცეფციას და რამდენიმე თვის შემდეგ, როდესაც ეს კონცეფცია მზად იქნება, დავიწყებთ ამ პროექტის რეალიზებას. ვფიქრობ, ეს იქნება ძალიან საინტერესო ადგილი, რადგან ყველა აღმოჩენა, რომელიც ბოლნისის ტერიტორიაზე მოხდება, ამ მუზეუმში განთავსდება", -განაცხადა ტროეცკიმ.