სად ჩავაბაროთ პლასტმასის ბოთლი და რა ღირს 1 კგ ნარჩენი

პლასტმასის ბოთლების ჩამბარებელი პუნქტი უკვე სოფელ მუხრანშიც ამოქმედდა. როგორც კომპანიაში „პოლივიმი“ აცხადებენ, 1 კგ PET, PP და PE ტიპის პლასტმასის ღირებულება 1 ლარს შეადგენს, მისი ჩაბარება კი, რუსთავში თბილისსა და მცხეთაშია შესაძლებელი.

ცნობისთვის, პლასტმასის გადამამუშავებელი საწარმო რუსთავში 1 წლის წინ გახსნა. როგორც კომპანიაში „პოლივიმი“ „ბიზნესპრესნიუსს“ განუცხადეს, საწარმოს საინვესტიციო ღირებულება 5 მლნ ევროს შეადგენს და ამ დროისთვის 50 ადამიანია დასაქმებული.

რაც შეეხება ლოკაციებს, სადაც პლასტმასის ბოთლები ბარდება, დონაციის სახით ეს შემდეგ მისამართებზეა შესაძლებელი:

თბილისი

  • "პოლივიმის" სათაო ოფისი - გამრეკელის ქუჩა (ნომერი 2, აქსისის ბიზნეს ცენტრი, მესამე სართული)
  • მთაწმინდა - Zero Effect • ზერო ეფექტი ვაკეში - @Eco-taxi by Parki ar minda
  • ტენე- (თავსახურებს ტენე გამოიყენებს წარმოებაში, ხოლო ბოთლებს გადაამუშავებს „პოლივიმი“)
  • ახალი მწვანე მეგობარი და ლოკაცია - პატარა ბაზარი

უსთავი - ეკო ცენტრი

თანხის სანაცვლოდ კი:

  • რუსთავი, „პოლივიმის" საწარმო, მშვიდობის ქუჩა#48 (ორშაბათი-პარასკევი, 9:00-19:00)
  • მცხეთა, ბაზრის მიმდებარე ტერიტორია (ყოველ შაბათს, 9:00-13:00)
  • სოფელი მუხრანი, მცხეთის მუნიციპალიტეტი (ყოველი თვის პირველი კვირა დღე 10:00-14:00)

როგორც კომპანიაში აცხადებენ, პლასტმასის გადამუშავების შედეგად მზადდება პლასტმასის ფანტელები, რომელიც გამოიყენება როგორც ნედლეული სხვადასხვა შესაფუთი მასალების დასამზადებლად, ასევე მისგან მზადდება პოლიესტერის სინთეზური ბოჭკო. მათი თქმით, პეტ ფანტელების 15% აკმაყოფილებს საქართველოს ბაზარს, 85% კი ექსპორტზე ევროკავშირის ქვეყნებში გადის.

ნინი ქეთელაური