„თუ სჭირდებათ მეტი ფული, რაღაცებში უნდა დაგვიჯერონ“ - კრიპტო ბაზრის დამფუძნებელი

„სხვა სექტორებისგან განსხვავებით, ჩვენ გული არ გვტკივა, თუ არ დაგველაპარაკებიან, ფულიც გვაქვს, თავიც და თავისუფლებაც, რომ სადმე გადავიდეთ და არც შევეკითხოთ. ეს ჩვენ კი არა, უფრო მეტად ქართულ ინდუსტრიას და ქართულ ბაზარს უნდა აღელვებდეს, რომ მეტი ფული წამოვიდეს, თორემ ეგ ფული ჩვენ ჯიბეში ისედაც მიდის“,- ამის შესახებ კრიპტო ბაზრის დამფუძნებელმა ავთანდილ კუჭავამ გადაცემაში „ბიზნეს პალიტრა“ განაცხადა.

მისი თქმით, კრიპტო ბაზრის განვითარება ისევ სახელმწიფოს ინტერესში უნდა იყოს, რომ მეტი ფული წამოვიდეს, რადგან გადმოკოპირებული რეგულაციებით, ქვეყანა საინვესტიციოდ მიმზიდველი ვერ გახდება.

„რეგულატორები სანამ რამეს მიიღებენ, მერე პარლამენტში მივალთ, იქ შენიშვნას მივცემთ და თავს ჩახრიან, მანამდე დაგველაპარაკონ და მივცემთ რჩევას. თუმცა, სხვა სექტორებისგან განსხვავებით, ჩვენ გული არ გვტკივა, თუ არ დაგველაპარაკებიან, ფულიც გვაქვს, თავიც და თავისუფლებაც, რომ სადმე გადავიდეთ და არც შევეკითხოთ. ეს ჩვენ კი არა, უფრო მეტად ქართულ ინდუსტრიას და ქართულ ბაზარს უნდა აღელვებდეს, რომ მეტი ფული წამოვიდეს, თორემ, ეგ ფული ჩვენ ჯიბეში ისედაც მიდის. ჩვენ კონსულტანტებიც ვართ, მრჩევლებიც, შესაბამისად, თუ სჭირდებათ მეტი ფული, რაღაცებში უნდა დაგვიჯერონ, თუ არადა, დასამტკიცებელი არაფერი გვაქვს საქართველოს მთავრობის, თუ ქართველი ხალხის მიმართ. ჩვენ მხოლოდ ვამტკიცებთ ჩვენ თავებთან.

მეორეს მხრივ, რაც უნდა გაკეთდეს, მინიმუმ, რაც უნდა იყოს მიმზიდველი, ეს არის გადასახადები და რეგულაციების ჩარჩო. ეროვნულმა ბანკმა ჯერჯერობით დაიწყო და არ ვიცით, როგორ წავა საქმე, მაგრამ თუ Fat API-ს რეკომენდაციების copy-faste-ს გაგრძელებს, ჩვენ ვიქნებით ყველაზე ნაკლებად მიმზიდველი სახელმწიფო, არა მხოლოდ ამ რეგიონში, არამედ მთელს ევროპაშიც. თუ ჩვენ გვექნება იგივე რეგულაციები, როგორიც მაგალითად, შვეიცარიას ან პორტუგალიას, აირჩევ იმ ქვეყნებს და არა საქართველოს. ჩვენ უნდა შევთავაზოთ უკეთესი, ვიდრე სთავაზობს ევროკავშირი.

ევროკავშირის ნაწილშიც, ჩვენ არ გვავალდებულებს საერთაშორისო რეგულაციები, რომ მაინცდამაინც კოპირება გავაკეთოთ უცხოური კანონმდებლობის. ის გვაძლევს ჩარჩოს და ამ ჩარჩოში როგორც გვინდა, ისე უნდა ვიმოძრაოთ“,- განაცხადა ავთანდილ კუჭავამ.

ნინი ქეთელაური