NYT: სამხრეთ კორეამ 2022 წელს იარაღის ექსპორტიდან 17 მლრდ დოლარზე მეტი მიიღო

გასულ წელს სამხრეთ კორეის იარაღის ექსპორტი 140%-ით გაიზარდა და რეკორდულ მაჩვენებელს 17,33 მილიარდ დოლარს მიაღწია - ამის შესახებ ინფორმაციას The New York Times ავრცელებს.

გაზეთის ცნობით, უკრაინაში რუსეთის ფედერაციის სპეცოპერაციის დაწყებიდან, სამხრეთ კორეის ხელისუფლება სისტემატიურად უარს ამბობს იარაღის მიწოდებაზე კიევის ხელისუფლებისთვის, სამაგიეროდ, სეული კონცენტრირებულია "მსოფლიოში იარაღის ცარიელი მარაგების შევსებაზე". გასულ წელს სამხრეთ კორეის იარაღის ყველაზე დიდი მომხმარებელი პოლონეთი იყო. პოლონეთმა სამხრეთ კორეისგან ტანკები, ჰაუბიცები, საბრძოლო თვითმფრინავები და სარაკეტო გამშვებები შეიძინა.

გაზეთის ცნობით, 2017 წლიდან 2021 წლამდე სამხრეთ კორეის თავდაცვის ინდუსტრიამ აჩვენა საუკეთესო ზრდის შედეგი იარაღის ექსპორტიორ 25 უმსხვილეს ქვეყანას შორის.

კოკა კვირკველია