ქირის ფასმა იპოთეკის გადასახადს გადაასწრო - საქართველოში უძრავი ქონების გაქირავება ყველაზე მომგებიანი საქმიანობა ხდება

საქართველოში ქირის ფასმა იპოთეკის გადასახადს გადაასწრო. კვლევითი ორგანიზაციების წინასწარი პროგნოზით, წლის განმავლობაში ბინების ფასი შესაძლოა, საშუალოდ 18%-ით, ხოლო დაქირავების 28%-ით გაიზარდოს.

დარგის სპეციალისტები ამბობენ, რომ ბაზარზე მოვლენები უპრეცედენტოდ ვითარდება და ბინების ყიდვა-გაქირავებაზე მოთხოვნა წარმოუდგენლად იზრდება. აღნიშნული საქმიანობა მოსახლეობისთვის არა მხოლოდ იპოთეკის გადაფარვის, არამედ, შემოსავლის წყაროდ იქცა, რაც აქამდე არასდროს დაფიქსირებულა.

ჭარბი მოთხოვნის გამო დეველოპერები ბინების გაიაფებას ახლო მომავლის პერსპექტივაში გამორიცხავენ და მეტიც, გაძვირებას გარდაუვალად მიიჩნევენ.

ამასთან, მოთხოვნა სულ უფრო იზრდება ზღვისპირა რეგიონებზე, რადგან ტურისტების ნაკადი პოსტპანდემიური პერიოდიდან დღემდე მზარდი ტენდენციით გამოირჩევა.

სწორედ აღნიშნულის გათვალისწინებით, სპეციალისტები მოქალაქეებს ბინების შეძენას ტურისტულ ზონებში ურჩევენ. მათი გათვლებით, დედაქალაქთან შედარებით, უძრავი ქონება ჯერ კიდევ იაფია, თუმცა სეზონის მიხედვით დაქირავების ფასი მზარდია.

ამ მხრივ, გამორჩეულია გურია, რომელიც როგორც მთის, ისე ზღვის მოყვარული ადამიანებისთვის ყოველთვის მიმზიდველი იყო, თუმცა, ბოლო წლების განმავლობაში რეგიონის პოპულარობა შეკვეთილის ფაქტორმა კიდევ უფრო გაზარდა.

ბინის ყიდვა და შემდეგ გაქირავება შეკვეთილშიც ერთ-ერთი მომგებიანი ბიზნესია. მით უფრო, რომ კურორტი ოთხივე სეზონზე მიმზიდველი და მოთხოვნადია. გარდა ტრადიციული, ტურისტული მიზნებისა, რეგიონი საქმიანი შეხვედრებისა თუ სასწავლო დანიშნულების ვიზიტებითაც დატვირთულია.

ამასთან, გურიის მიმზიდველობიდან გამომდინარე, უძრავ ქონებაზე ემიგრანტების მხრიდანაც დიდი დაინტერესება იკვეთება. როგორც წესი, უცხო ქვეყანაში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს ბინის შეძენა და უძრავი ქონების შემოსავლის წყაროდ ქცევა ჩამოსვლამდე ურჩევნიათ. განსაკუთრებით იმ პირობებში, როდესაც შესაძლებელია ბინის შეძენა დისტანციურად, სესხით ან შიდა განვადებით, მათზე მორგებული პირობებითა და რაც მთავარია, ადგილზე გაქირავების სერვისით.