რუსეთის რამდენ მოქალაქეს მიენიჭა საქართველოს მოქალაქეობა

2022 წელს საქართველოს მოქალაქეობის მიღება რუსეთის 7 860 მოქალაქემ მოითხოვა. აღნიშნულ მონაცემებს იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს და პარლამენტის წევრის პაატა მანჯგალაძის სადეპუტატო კითხვის პასუხად უგზავნის.

უწყების ცნობით, გასულ წელს ჯამში გაკეთებული 7 860 განაცხადიდად საქართველოს მოქალაქეობის მინიჭებაზე დაკმაყოფილდა 3 297 განცხადება. აქედან, 1 666 განაცხადი საქართველოს მოქალაქეობის აღდგენის დროებითი უფლებას (ყოფილი საქართველოს მოქალაქე) შეეხებოდა, ხოლო 1 625 პირს საქართველოს მოქალაქეობა საგამონაკლისო წესით მიენიჭა.

ამასთან, სამინისტროს ოფიციალური მონაცემებით, გასულ, 2022 წელს რუსეთის მოქალაქეების მიერ საქართველოს მოქალაქეობის მიღების მიზნით გაკეთებული 2 638 განცხადება არ დაკმაყოფილდა; 321 - განუხილველად დარჩა; 1 344 განცხადება განხილვაშია; 232 განაცხადის შემთხვევაში დასკვნა მზადდება; ხოლო 28 განაცხადის განხილვა შეჩერებულია.

რაც შეეხება მიმდინარე წლის მონაცემებს, იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, 2023 წლის 13 თებერვლის მდგომარეობით, მოქალაქეობის მიღებაზე განაცხადი რუსეთის 473 მოქალაქის მხრიდან დაფიქსირდა. აქედან 421 განხილვაშია, საიდანაც 321 განაცხადი რუსეთის მოქალაქეებზე საქართველოს მოქალაქეობის საგამონაკლისო წესით მინიჭებას გულისხმობს. ამასთან, 41 განაცხადის განხილვა შეჩერებულია, ხოლო 6 განცხადება - დასკვნის მომზადების ეტაპზეა.

თაია არდოტელი