მოწყობილობა, რომელიც გადაჭარბებული და ჯანმრთელობისათვის საშიში რუჯისგან დაგიცავთ

ბრიტანელმა მეცნიერებმა ახალი პორტატული მოწყობილობა გამოიგონეს, რომელიც მომხმარებელს მზის სხივების გადაჭარბებით მიღების შესახებ ამცნობს.

პატარა ზომის მოწყობილობა - შოლიტაირ სენსორებისგან შეიქმნა, რომელიც ადამიანის კანზე მზის სხივების რაოდენობას ზომავს. იგი მომხმარებელს გადაჭარბებული და ჯანმრთელობისათვის საშიში რუჯისგან იცავს. მოწყობილობა "სმარტფონების" აპლიკაციასთან სინქრონიზებით მომხმარებელს ინფორმაციას აწვდის და საჭიროების შემთხვევაში რეკომენდაციას აძლევს, მზეს დაემალოს.

მომხმარებელი "სმარტფონის" აპლიკაციით იღებს ინფორმაციას მაგალითად პიგმენტური ლაქების გაჩენის საშიშროების შესახებ. მოწყობილობა ასევე ამინდის პროგნოზისა და მომხმარებლის გადაადგილების შესახებ მიღებული ინფორმაციის სინქრონიზებით იძლევა რეკომენდაციებს. ამჟამად მეცნიერები მოწყობილობის დიზაინის დახვეწაზე მუშაობენ, იმისათვის, რომ მომხმარებელმა მისი ტარება ნებისმიერ დროს შეძლოს. მეცნიერების თქმით, მისი ტარება შესაძლებელი უნდა იყოს პლიაჟზეც.