პრემიუმ კლასის საოფისე ფართები „დემაქსში“-  საუკეთესო ინვესტიცია თქვენი ბიზნესისთვის

„დემაქს ჯგუფი“ ბიზნესის მფლობელებს და/ან უძრავ ქონებაში ინვესტირებით დაინტერესებულ პირებს, საოფისე ფართებზე განსაკუთრებულ პირობებს გთავაზობთ. თუ თქვენი საქმიანობისთვის საოფისე ფართს ეძებთ, რომელიც მორგებული იქნება თქვენი გუნდის საჭიროებებზე, რაოდენობაზე და სამუშაო სპეციფიკაზე, მაშინ გაეცანით „დემაქსის“ პროექტებს, რადგან ქალაქის ცენტრალურ უბნებში, აუცილებლად იპოვით თქვენთვის საინტერესო სივრცეს ოფისისთვის. დემაქსის პროექტები, ასევე განსაკუთრებით საინტერესოა იმ ადამიანებისთვის, ვინც უძრავ ქონებაში ინვესტირებითაა დაინტერესებული.

„დემაქსში“ საოფისე ფართის შეძენა ან იჯარით აღება - თბილისის ცენტრალურ უბნებში, 3 ლოკაციაზეა შესაძლებელი: „დემაქს-საბურთალო“, „დემაქს ვაკე“ და „დემაქს ბიზნეს ცენტრი ონიაშვილზე.“ სამივე პროექტის მშენებლობა დასრულებულია და მიმდინარეობს საოფისე სივრცეების მოწყობა.

demax-business-center-1678193485.jpg

სურვილის შემთხვევაში, საოფისე ფართის შეძენა და/ან ქირით აღება შეგიძლიათ A კლასის რემონტით, რაც იმას ნიშნავს, რომ თქვენ მხოლოდ სასურველ ფართს შეარჩევთ, დემაქსის გუნდი კი სამუშაოდ გამზადებულ ოფისს ჩაგაბარებთ.

ამ სტატიაში, ჩვენ დეტალურად მოგიყვებით სამივე პროექტის შესახებ:

დემაქს-საბურთალო - ერთ-ერთი გამორჩეული პროექტია, თავისი მდებარეობით, თანამედროვე სერვისებით და ხარისხით. „დემაქს საბურთალო“ საცხოვრებელი ტიპის კომპლექსია, სადაც გათვალისწინებულია კომერციული და საოფისე სივრცეები.

A კლასის პროექტი თბილისის ცენტრში, მშვიდ ადგილას - ა. პოლიტკოვსკაიას N2ბ-ში მდებარეობს. ბიზნეს ცენტრი ადვილად მისასვლელია სხვადასხვა სატრანსპოტო საშუალებებით, ახლოს არის მეტრო „უნივერსიტეტი“ და ავტობუსის გაჩერებები. კომპლექსს აქვს ორდონიანი ავტოსადგომი, რომელიც გათვლილია 57 ავტომობილზე.

პროექტში გათვალისწინებულია გამწვანებული ვერანდები, კაფე, სუპერმარკეტი და თანამედროვე ლობი. „დემაქს-საბურთალოში“ თქვენ შეგეძლებათ ისეთი მომსახურების მიღება, როგორიცაა: კონსიერჟის სერვისი, დასუფთავება და ტექნიკური მომსახურება.

დემაქს ბიზნეს ცენტრი ონიაშვილზე - პოლონეთის საელჩოს გვერდით, პრესტიჟულ ადგილას - ონიაშვილის N28-ში მდებარეობს. თქვენი გუნდის ნაყოფიერი და კომფორტული მუშაობისთვის, შენობაში გათვალისწინებულია ფართო ვიტრაჟები, განტვირთვის სივრცეები ღია სივრცესა და ტერასის ლაუნჯში, კეთილმოწყობილი რესეფშენი და კონსიერჟის სერვისი.

demax-vake-1678193511.jpg

დემაქს ვაკე - პრემიუმ კლასის კომპლექსია, ჭავჭავაძის გამზირიდან 250 მეტრში - ყიფშიძის N22-ში. „დემაქს ვაკე“ საცხოვრებელი ტიპის კომპლექსია, სადაც გათვალისწინებულია კომერციული და საოფისე სივრცეები. პროექტს გააჩნია 4 დონიანი ავტოსადგომი - 77 ავტომობილზე გათვლილი, 24/7-ზე ვიდეო მეთვალყურეობა, მისაღები ლობი - კონსიერჟის სერვისით, დასუფთავება და ტექნიკური მომსახურება.

„დემაქს ჯგუფი“- საცხოვრებელი თუ კომფორტული სამუშაო სივრცეების შექმნის თვალსაზრისით, უკვე წლებია ახალ სტანდარტს ამკვიდრებს ქართულ სამშენებლო ბაზარზე და ხარისხს სულ უფრო მაღლა სწევს.

დეველოპერული კომპანია ქართულ სამშენებლო ბაზარზე 2012 წელს გამოჩნდა და მას შემდეგ წამყვან პოზიციაზეა. სწორედ მაღალი ხარისხის, ინოვაციების შემოტანის გათვალისწინებით დაიმკვიდრა მან წლების წინ ბაზარზე ღირსეული ადგილი და დღემდე ინარჩუნებს პირველობას.

საოფისე ფართებით დაინტრესების შემთხვევაში, დეტალური ინფორმაციის ნახვა შეგიძლიათ ვებ-გვერდზე www.demax.ge ან დაუკავშირდით ტელეფონის ნომერზე: +995 514 111 114

(R)