მიწის ნაკვეთები, ბინები  - რა ქონებას ფლობს „უცხოური გავლენის აგენტების შესახებ კანონის“ ინიციატორი

პარლამენტის წევრმა, „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა გურამ მაჭარაშვილმა ქონებრივი დეკლარაცია გასული წლის აპრილში შეავსო.

შეგახსენებთ, რომ ე.წ უცხოური გავლენის აგენტების შესახებ კანონის ინიციატორი სწორედ „ხალხის ძალა“ იყო.

გურამ მაჭარაშვილის მიერ შევსებული დოკუმენტის მიხედვით, მის საკუთრებაშია მიწები, კერძოდ: 600 კვ.მ უჯარმაში (ზედ შენობა-ნაგებობით), 750 კვ.მ - სოფელ თხინვალაში, 2802 კვ.მ - ლაგოდეხში, 702 კვ.მ-ის 20% - სოფელ ზემო ლისში, 482 კვ.მ-ის 13% - თხინვალაში. ასევე, 62,86 კვ.მ და 82,13 კვ.მ ფართის ბინები ვაშლიჯვარსა და თბილისში.

რაც შეეხება ფინანსურ მდგომარეობას, გურამ მაჭარაშვილს დეკლარაციის შევსების მომენტში ჰქონდა: „თიბისიზე“ – 255 ევრო, „ქართუ ბანკის“ სახელფასოზე - 3080 ლარი.

როგორც დეკლარაციაშია აღნიშნული, გურამ მაჭარაშვილის სახელზეა შპს „გლობალექსი საქართველოს“ 25%-იანი წილი.

ამასთან, ხალხის ძალის ერთ-ერთმა ლიდერმა, 2021 წელს, საპარლამენტო საქმიანობისთვის ხელფასის სახით 46 310 ლარი მიიღო.

ნინი ქეთელაური