მთავრობას მოსახლეობისა და მეგობრებისთვის რომ მოესმინა, ამ დრამას აირიდებდა - ვიოლა ფონ კრამონი

ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი "ქართული ოცნებისა" და "ხალხის ძალის" მიერ "რუსული კანონის" გაწვევის გადაწყვეტილებას Twitter-ზე ეხმაურება.

"მივესალმები "ქართული ოცნების" გადაწყვეტილებას რუსული კანონის გაწვევასთან დაკავშირებით. ამ დრამის არიდება შესაძლებელი იქნებოდა, დასაწყისიდანვე რომ მოესმინათ ხალხისა და საქართველოს მეგობრებისთვის. ხალხის ხმის ჩახშობა შეუძლებელია, თავისუფლებისთვის ბრძოლასა და ევროპულ ღირებულებებს ყოველთვის მოაქვს შედეგი" - წერს ფონ კრამონი.

ევროპრალამენტარი აღნიშნავს იმასაც, რომ ეს მნიშვნელოვანი სიახლეა, თუმცა მხოლოდ პირველი ნაბიჯია და ახლა აქცენტი ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მისაღებად 12 პუნქტის შესრულებაზე უნდა გაკეთდეს.

კახი ჩაკვეტაძე