აშშ-მა და მისმა მოკავშირეებმა წლის განმავლობაში 58 მლრდ დოლარის რუსული აქტივები გაყინეს

შეერთებულმა შტატებმა და მისმა მოკავშირეებმა საერთაშორისო სამუშაო ჯგუფში REPO (Russian Elites, Proxies and Oligarchs - დასავლეთის მრავალმხრივი ორგანო, რომელიც სანქციების საფუძველზე რუსეთთან დაკავშირებული ქონების ძებნასა და ჩამორთმევას ეწევა) გასული წლის განმავლობაში რუსეთის მოქალაქეების 58 მლრდ დოლარზე მეტი აქტივები გაყინეს, ამის შესახებ ნათქვამია ჯგუფის წარმომადგენლების ერთობლივ განცხადებაში, რომელიც აშშ-ს ხაზინის პრესსამსახურმა გაავრცელა.

როგორც დოკუმენტიდან ირკვევა, უკრაინაში რუსეთის ფედერაციის სპეციალური სამხედრო ოპერაციის დაწყებიდან ერთი წლის შემდეგ, სამუშაო ჯგუფი „მრავალმხრივი კოორდინაციით ახორციელებდა უპრეცედენტო ზეწოლას სანქციების ქვეშ მოქცეულ რუსებზე. „REPO-ს სამუშაო ჯგუფის წევრებმა წარმატებით დაბლოკეს ან გაყინეს სანქცირებული რუსების 58 მლრდ დოლარზე მეტი აქტივები, თვალ-ყურს ადევნებდნენ სანქცირებული რუსეთის აქტივებს მთელს მსოფლიოში და მნიშვნელოვნად შეზღუდეს სანქცირებული რუსების წვდომა საერთაშორისო ფინანსურ სისტემაზე“, - ხაზაგსმულია განცახდებაში.

დოკუმენტში აღნიშნულია, რომ საუბარია, „ფუფუნების, უძრავი ქონების, იახტების, თვითმფრინავების და სხვა ქონების ჩამორთმევის ან გაყინვის შესახებ. ჯგუფის წარმომადგენლებმა დააზუსტეს, რომ წლის განმავლობაში მათ განახორციელეს "რუსების აქტივების პირველი კონფისკაცია, რომლებიც დაექვემდებარა სანქციებს, რამაც შესაძლებელი გახადა 5,4 მილიონი დოლარის უცხოური დახმარების უკრაინისთვის გადაცემა".

REPO-ს სამუშაო ჯგუფში შედიან აშშ-ს სახაზინო და იუსტიციის მდივნები, ავსტრალიის, დიდი ბრიტანეთის, გერმანიის, იტალიის, კანადის, საფრანგეთის, იაპონიის და ევროკომისიის წარმომადგენლები.

კოკა კვირკველია