Meta-მ გადაწყვიტა Twitter-ის მსგავსი სოციალური ქსელი შექმნას

ამერიკული Meta იკვლევს ცალკე სოციალური ქსელის შექმნის შესაძლებლობას, რომელშიც შესაძლებელი იქნება უახლესი ინფორმაციის გაზიარება. ამის შესახებ კომპანიის წარმომადგენელმა CNN-ს განუცხადა.

„ჩვენ გვჯერა, რომ არსებობს ცალკე სივრცის შესაძლებლობა, სადაც კონტენტის შემქმნელებსა და საჯარო პირებს შეუძლიათ დროულად გაუზიარონ ინფორმაცია თავიანთ ინტერესებზე“, - ნათქვამია კომენტარში.

არხი აღნიშნავს, რომ ახალი სოციალური ქსელი კონცეფციით მიკრობლოგ Twitter-ის მსგავსია.

დაგეგმილია, რომ ეს პლატფორმა იქნება დეცენტრალიზებული, რაც იმას ნიშნავს, რომ მომხმარებლებს შეეძლებათ შექმნან სხვადასხვა სერვერები ან თემები, თითოეული თავისი წესებით.

ზოგიერთი დასავლური მედია ამბობს, რომ ახალი პლატფორმა დაუკავშირდება Instagram-ს, რაც საშუალებას მისცემს ამ სოციალური ქსელის მომხმარებლებს შევიდნენ არსებული ანგარიშებიდან.

კოკა კვირკველია