"იმპორტირებული ხორცი შეიძლება ნებისმიერ ეტაპზე დაბინძურდეს"

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ რამდენ­იმე საწარმოს ხორცპროდუქტში აღმოაჩინა ბაქტერიები

წლებია, რაც საქართველოს მოსახლეობა უცხოეთიდან იმპორტირებულ ხორცპროდუქტს მოიხმარს, თუმცა, რამდენად უსაფ­რ­თხოა ჩვენი ჯანმრთელობისთვის, ამის შესახებ თითქმის არაფერი ვიცით. ხინკლის, პელმენის, სოსისისა და სხვა პროდ­უქტების უმრავლესობა, სპეციალისტების თქმით­, სწორედ იმპორტირებული ფარშისგან მზადდება. გასულ თვეს სურსათის ეროვნულმა სააგენტომ რამდენ­იმე საწარმოს ხორცპროდუქტში აღმოაჩინა ბაქტერიები: სალმონელა და ლისტერია მონოციტოგენეზი, რომელიც ჯანმრთელობისთვის საზიანოა.

სურსათის სააგენტომ საწარმოები 1.000-1.000 ლარით დააჯარიმა და დაავალდებულა, პროდუქცია ქსელიდან ამოიღონ, დაავადებული პროდუქტის განადგურება კი სააგენტოს ინსპექტირების ჯგუფს­ დაავალეს. ჩვენ დაჯარიმებულ მე­წ­ა­რმეებს დავუკავშირდით, თუმცა, საუბრის სურვილი მხოლოდ შპს "რაჭის" მფლობელმა, დავით მაისურაძემ­ გამოთქვა:

"ჩვენ დალუქული, დაფასოებული ხორცი შემოგვაქვს. იმპორტიორი ქვეყნის კომპა­ნ­იას სერტიფიკატს ვთხოვთ, რომელსაც ვენდობით. ბაქტერიები ნედლეულს მოჰყვება, ის ჩვენთან არ ბინძურდება.

კონტეინერით რამდენიმე ტონა პროდუქტი შემოდის, შეიძლება ორში ბაქტერია არ იყოს, მაგრამ ერთში­ აღმოჩნდეს. ამას ვერ გავა­კონტროლებთ. ამაზე სახელმწიფომ უნდა იზრუნოს.

პროდუქციას ყოველთვე ლაბორატორიაში ვამოწმებ და მსგავსი შემთხვევა არ გვქონია. როგორც ჩანს, პარტია შემოვიდა, რომელიც არ გააკონტროლეს და ამ ანტირე­კლამაში ჩვენი საწარმოც მოჰყვა. პირველად დამაჯარიმეს, მაგრამ მაგას ვჩივი?­ სახელი გაგვიტეხეს, საქონელს ვეღარ ვყიდით. აქამდე ბიუჯეტში თვეში 22-23.000 ლარი შემქონდა, ახლა 2.000 ლარსაც ვერ შევიტან.

ჯერ კვლევა ჩაატარონ, დაადგინონ, ვისი ბრალია და მერე გამოაცხადონ, ვისი პრო­დუქციაა უვარგისი. იქნებ მომწოდებელია დამნაშავე ან მწარმოებელი?

- თქვენ ხომ მწარმოებელიც ხართ?

- დიახ, მაგრამ ნახეთ, ჩემს საწარმო­ში როგორი სისუფთავეა, ამიტომაც ვეჭვობ მომწოდებლისგან მიღებულ ხორცზე. თუმცა, ლისტერია "რაჭის" მხოლოდ იმ ნაწარმში აღმოჩნდა, რომელსაც დამზადებისას სოია ემატება. მეც შევამოწმებინე და სწორ­ედ სოია აღმოჩნდა დაბინძურებული... რაკი საბაჟოზე ყველაფერი ლაბორატორიულად არ მოწმდება, მომავალში თავად მომიწევს ყველა პროდუქტის შემოწმება".

სურსათის ეროვნულ სააგენტოში გვითხრეს, რომ ყოველ იმპორტირებულ პარტიას საზღვარზე შემოსავლების სამსახური დოკუმენტურად და ლაბორატორიულად ამოწმებს. პროცედურების გავლის შემდეგ პროდუქციას საზღვრის გადმოკვეთის უფლება ეძლევა. როცა ქსელში განთავსდება, მას სურსათის სააგენტო შეამოწმებს...

საპირისპიროს ამბობს არასამთავრობო ორგანიზაცია "ჯანმრთელი სამყაროს" ხელმძღვანელი ზურაბ ფუტკარაძე.

იხილეთ სრულად