თბილისის ტოპ-3 უბანი, სადაც უძრავი ქონების გასაყიდი ფასი ყველაზე მეტად გაიზარდა

მიმდინარე იანვარში 2022 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, უძრავი ქონების გასაყიდი ფასი 30%-ით გაიზარდა და კვადრატულ მეტრზე 1 103 აშშ დოლარი შეადგინა. ამის შესახებ „თიბისი კაპიტალის“ უძრავი ქონების სექტორის მიმოხილვაშია აღნიშნული.

ამასთან, მათივე ცნობით, საანგარიშო პერიოდში გასაქირავებელი ფასი 119%-ით არის გაზრდილი და 2023 წლის მონაცემებით, ქირის ფასი კვადრატულ მეტრზე 12.5 აშშ დოლარს შეადგენს.

ამასთან, ანგარიშში საუბარია, თბილისის იმ უბნებზეც, სადაც უძრავი ქონების გასაყიდი ფასი წლიურად ყველაზე მეტად არის გაზრდილი. კერძოდ, ტოპ-3 უბანი გასაყიდი ფასის ყველაზე მაღალი ზრდით, შემდეგი იყო:

  • ჩუღურეთი - 32%-იანი ზრდა;
  • საბურთალო - 31%-იანი ზრდა;
  • ვაკე - 29%-იანი ზრდა.
თაია არდოტელი