გმირთა მოედანზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობის პროექტი დახარვეზდა

გმირთა მოედანზე „ლაგუნას“ მიმდებარედ, აბრეშუმის ქარხნის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშნებელობის პროექტი დახარვეზდა. მერიის მუნიციპალური განვითარების სააგენტოს ვებგვერდზე პროექტს უკვე დახურული საქმის სტატუსი მიენიჭა.

როგორც დოკუმენტაციიდან ირკვევა, დახარვეზების თხოვნით მერიის შესაბამის სამსახურს თვითონ პროექტის ავტორებმა დამატებითი დოკუმენტაციის ატვირთვის მიზნით, მიმართეს.

შეგახსენებთ, რომ „ლაგუნასთან“ მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობას, რომელიც მოიცავდა: საცხოვრებელ; კომერციულ, საოფისე და დამხმარე ფართებს, შპს „კოსტავა 69“ გეგმავდა. აღნიშნული კომპანია ფონდი „ქართუს“ მფლობელობაშია. კომპანიამ განაშენიანების რეგულირების გეგმის გეგმარებითი დავალება მერიის შესაბამის სამსახურებში გასული წლის მიწურულს წარადგინა, პასუხის გაცემის თარიღი კი 31 მარტი იყო.

324445938-2756921377771471-4361325435546336612-n-1674122389-1678697277.jpg

როგორც განაშენიანების რეგულირების გეგმის გეგმარებითი დავალების წინასაპროექტო კვლევაში იყო აღნიშნული, საპროექტო ტერიტორია წარმოადგენს არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ტერიტორიას, რომელიც „ლაგუნას“ საცურაო აუზის ჩათვლით, ჯამურად შეადგენს 44255კვ.მეტრს. „ლაგუნა“-ს ნაგებობასთან მიმართებაში ამ ეტაპზე პროექტი არ ითვალისწინებს არანანაირ სამუშაოებს. ამიტომ, უშუალოდ საპროექტო-სამოქმედო არეალი ამ შემოთავაზებაში, წარმოადგენს 33530კვ.მ-ს.

324622732-1335077783956598-9064162772730386210-n-1674122365-1678697257.jpg

შეგახსენებთ იმასაც, რომ მიმდინარე წლის იანვარში დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ განაცხადა, რომ „ფონდი „ქართუს“ გადაწყვეტილებით, „ლაგუნა ვერეს“ სივრცე მუნიციპალიტეტს გადმოეცემა, აბრეშუმის ქარხნის შენობის ტერიტორია კი ისე განვითარდება, რომ არსებული სივრცე არ დაინგრევა“.

324955883-1570351840056519-959155884511517477-n-1674121884-1678697185.jpg

326090100-727173828712738-3632542980425906112-n-1674121824-1678697215.jpg

თაია არდოტელი