ტოკიოს აეროპორტში ყველაზე დიდი მზის პანელები დამონტაჟდება

2024 წლისთვის ტოკიოს ნარიტას აეროპორტის ტერიტორიაზე დაახლოებით 200 ჰექტარი ფართობის მზის პანელი აშენდება. ამის შესახებ ინფორმაციას ტელეკომპანია NHK ავრცელებს.

ინფორმაციაში ხაზგასმულია, რომ ეს იქნება მსოფლიოში ყველაზე დიდი მზის ელემენტების პანელი, რომლებიც აეროპორტებში აქამდე დამონტაჟებულა. პროექტის მიხედვით, მისი სიმძლავრე იქნება 180 მეგავატი, რაც შეძლებს ნარიტას აეროპორტის მთლიანი ენერგეტიკული მოთხოვნის დაახლოებით 40%-ის დაკმაყოფილებას. გიგანტური მზის პანელის შექმნასა და დამონტაჟებას აეროპორტის მმართველი კომპანია გაზის კორპორაცია Tokyo Gas-თან ერთად განახორციელებს, რომლებმაც სპეციალურად ამ პროექტისთვის უკვე დააფუძნეს ერთობლივი ვენჩურული კომპანია.

ინფორმაციაში ხაზგასმულია, რომ პროექტი მიზნად ისახავს ენერგოუსაფრთხოების გაუმჯობესებას და აეროპორტის დეკარბონიზაციას.

კოკა კვირკველია