ვინ არის ჰოლივუდის ყველაზე მაღალანაზღაურებადი ვარსკვლავი?

არსებობს მოსაზრება, რომ ჰოლივუდის ვარსკვლავებს ისე აღარ უხდიან, როგორც ადრე.

თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ჰოლივუდელ მსახიობებს მწირი ანაზღაურება აქვთ.

გამოცემა "ბიზნეს ინსაიდერი" ყველაზე მაღალანაზღაურებადი მსახიობების სიას აქვეყნებს. კვლევის შედეგად, რომელშიც პროდუსერებმა, კინოაგენტებმა და კინოინდუსტრიის წარმომადგენლებმა მიიღეს მონაწილეობა, დადგინდა, რომ ჰოლივუდის ვარსკვლავებს შორის ყველაზე მაღალი ანაზღაურება ლეონარდო დი კაპრიომ ფილმში "უოლ სტრიტის მგელი" მონაწილეობისთვის მიიღო. აღნიშნულ კინოსურათში მთავარი როლის შესრულებისთვის "ოსკარის" გარეშე დარჩენილ დი კაპრიოს 25 მილიონი დოლარი გადაუხადეს.

ჰოლივუდის ყველაზე მაღალანაზღაურებად მამაკაც მსახიობებს შორის მოხვდნენ დენზელ ვაშინგტონი, მეტ დეიმონი და რობერტ დაუნი-უმცროსიც, რომელთაც ერთ ფილმში მონაწილეობის სანაცვლოდ 20 მილიონი დოლარის ოდენობის ანაზღაურება მიიღეს.

მსახიობ ქალებს შორის კი ყველაზე მაღალანაზღაურებადი სანდრა ბალოკია, რომელმაც ფილმში "გრავიტაცია" შესრულებული როლისთვის მიიღო - 20 მილიონი დოლარი.

რაც შეეხება ანჯელინა ჯოლის, ფილმ Maleficent-ში მონაწილეობისთვის მსახიობს 15 მილიონი დოლარი ერგო. ანჯელინა ჯოლის მოჰყვება ოსკაროსანი ჯენიფერ ლოურენსი 10 მილიონი დოლარით "შიმშილის თამაშებში" შესრულებული როლისთვის.