"ლიბერთიმ" ბიზნეს და აგროსესხებზე ახალი საგაზაფხულო აქცია დაიწყო - რას სთავაზობს ბანკი მომხმარებლებს

“ლიბერთი ბანკმა“ საგაზაფხულო აქცია დაიწყო, რომელიც ბიზნეს და აგროსესხებზე ვრცელდება. აქციის ფარგლებში, მომხმარებლები ახალ, ან სხვა ბანკიდან გადმოტანილ ბიზნეს და აგროსესხების თანხაზე 2%-მდე „ქეშბექს" მიიღებენ, რომლის გამოყენებასაც სურვილისამებრ შეძლებენ.

რაც ყველაზე მთავარია, ბანკი ითვალისწინებს აგრო და საოჯახო ბიზნესის სპეციფიკას, საჭიროებებსა და სეზონურობას, შესაბამისად, ბენეფიციარები მაქსიმალური საშეღავათო პერიოდითა და მათზე მორგებული გადახდის გრაფიკით ისარგებლებენ.

კონკრეტულად, რას გულისხმობს აქცია და ვის შეუძლია სარგებლობა, ამ და სხვა საკითხებზე - "ლიბერთის" მცირე და საშუალო ბიზნესის მიმართულების დირექტორის მოადგილემ ირაკლი აბაშიძემ რადიო „პალიტრისა“ და "პალიტრანიუსის“ გადაცემაში „საქმე“ ისაუბრა.

- აქცია დავიწყეთ 1-ლი მარტიდან. თვის დასაწყისიდანვე უკვე დიდი გამოხმაურება მოჰყვა. ეს არის „ლიბერთის“ კამპანიის „გაზარდე შენი ბიზნესი და დაიბრუნე 2%-იანი „ქეშბექი“ ფარგლებში განხორციელებული აქცია, რაც გულისხმობს იმას, რომ ის მომხმარებლები, რომლებიც ისარგებლებენ ჩვენთან ბიზნეს, აგრო თუ საოჯახო მეურნეობის სესხით, მათ ამ სესხის 2% უკან, ანგარიშზე დაუბრუნდებათ. ეს თანხა ანგარიშზე ჯდება სესხის გაცემიდან დაახლოებით 1 თვეში, რომლის გამოყენება შეუძლიათ ნებისმიერი მიზნობრიობით; იგივე, სესხის დაფარვის, ბიზნესის განვითარების, თუ სამომხმარებლო მიზნებისთვის.

გარდა იმისა, რომ სესხებზე პირობები საკმაოდ კარგია, ემატება 2%-იანი „ქეშბექი", რაც ძალიან სწრაფადვე ბრუნდება და ხარჯავს თავისი სურვილისამებრ.

თუ სხვა ბანკში უკვე სარგებლობ ბიზნეს თუ აგროსესხით, შესაძლებელია თუ არა სესხის პორტირება „ლიბერთი ბანკში“ ზემოთ აღნიშნული პირობებით?

- კი, რა თქმა უნდა. მომხმარებელს, იმისთვის, რომ ჩაერთოს აქციაში, შეზღუდული არ აქვს მიზნობრიობა. ეს შეუძლია გამოიყენოს როგორც ბიზნესის გასაფართოებლად, ასევე, სამომხმარებლო მიზნების დასაფინანსებლად, იპოთეკური ბიზნესების დასაფინანსებლად, ან სხვა ბანკის სესხის რეფინანსირებისთვის, რაც მას აქვს ნებისმიერ ფინანსურ ინსტიტუტსა, თუ მიკროსაფინანსოში.

ანუ, ნებისმიერი მიზნისთვის შეუძლია ისარგებლოს ამ სესხით და დაიბრუნოს 2%-იანი „ქეშბექი".

აღნიშნული აქცია რა დამატებით შეღავათებს სთავაზობს მომხმარებლებს?

- აგრობიზნესისთვის ძალიან მნიშვნელოვანია მათ შემოსავლებზე მორგებული გრაფიკი, რადგან აგრობიზნესს ძირითადად გაზაფხულზე და ზაფხულში აქვს სამუშაო ხარჯები, იგივე, შხამქიმიკატებისთვის, მოხვნისთვის და ა.შ. შემოსავალს კი, უკვე იღებენ შემოდგომაზე, როდესაც აბინავებენ თავის მოყვანილ მოსავალს და ახდენენ რეალიზაციას. ჩვენ ამ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, ვცილობთ, რომ მოვარგოთ გადახდის გრაფიკი მათ შემოსავლებს, რათა გადახდა მოუწიოთ უკვე იმ პერიოდში, როდესაც ისინი იღებენ, დააბინავებენ მოსავალს. მეტიც, მათ შეუძლიათ დაელოდონ კარგ ფასს და გაყიდონ იმ ფასში. ესეც ძალიან მნიშვნელოვანია. სულ ვცდილობთ, არ ჩავუსვათ გადახდები იმ პერიოდში, როდესაც ყველაზე დაბალია მათი პროდუქციის ფასი. შესაბამისად, ინდივიდუალურად და დეტალების განხილვით ხდება მათზე მორგებული გრაფიკის შედგენა.

რა მოცულობის არაუზრუნველყოფილი სესხის აღება შეუძლიათ მომხმარებლებს აქციის ფარგლებში?

- ბიზნეს სესხებზე ეს არის 50 000 ლარამდე, სადაც უძრავი ქონების ჩადება არ არის საჭირო. ასევე, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, ეს არის სისწრაფე. როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ აგრომეურნეობაზე, პატარა ბიზნესზე, თუ საოჯახო მეურნეობაზე, საჭიროა ნაკლები ბიუროკრატია. აქედან გამომდინარე, სესხების გაცემას, დამტკიცებას, ანალიზს და ა.შ. არ სჭირდება კვირები. ჩვენი მომხმარებლები ამ სესხებს იღებენ რამდენიმე საათში. როგორც კი აკეთებენ განაცხადს, ფაქტობრივად, რამდენიმე საათში მის მიერ მოთხოვნილი თანხა უზის ანგარიშზე და შეუძლია თავისივე სურვილისამებრ დახარჯოს.

რაც მთავარია, ისარგებლოს იმ 2%-იანი „ქეშბექით", რაც გაიცემა ამ კამპანიის ფარგლებში.

ბოლო 1 წლის განმავლობაში „ლიბერთი ბანკმა“ დიდი რესურსი ჩადო მოქალაქეებში ფინანსური განათლების ამაღლების კუთხით. ბანკს აქვს არაერთი პროექტი, რომლის საშუალებითაც მცირე და საშუალო ბიზნესს ეხმარება კონსულტაციების თუ საგანმანათლებლო პროგრამის თვალსაზრისით. როგორია ამ პროექტების 1-წლიანი შედეგი?

- „ლიბერთი“ ბანკმა 2022 წელს ამ მიმართულებით საკმაოდ დიდი ნაბიჯები გადადგა. ერთია, თვითონ დაკრედიტება, სესხის გაცემა, მაგრამ „ლიბერთის“ მიზანი არ არის მხოლოდ, რომ გასცეს სესხი. აქ მნიშვნელოვანია, ჩვენმა ბენეფიციარმა ძალიან კარგად გამოიყენოს, სწორად დააბანდოს და ჰქონდეს შესაძლებლობა, რომ ბიზნესი გაზარდოს.

იმისთვის, რომ ბიზნესი გაზარდოს, აუცილებელია ფინანსური ცოდნა და გამოცდილება, რაც მას ეხმარება, სწორი გადაწყვეტილებების მიღებაში. სწორედ ამიტომ, „ლიბერთი ბანკმა“ მონაწილეობა მიიღო ძალიან მნიშვნელოვან პროექტში, რომელიც ხორციელდება „მერსი ქორფსის“ და ავსტრიის განვითარების ფონდის მიერ. რაც ყველაზე კარგია, ეს ეხება ახალგაზრდა მეწარმეებს (18-დან 35 წლამდე), რომლებიც არიან რეგიონებში მცხოვრებნი. ისინი, ვისაც აქვთ თავიანთი ბიზნესი, ან მომავალი მეწარმეები, ვისაც სურს თავის ქალაქში, სოფელში ჰქონდეს ბიზნესი.

პროექტი „ახალგაზრდული მეწარმეობა სოფლის განვითარებისთვის“ (RDYE) საკმაოდ დიდ მასშტაბებს მოიცავს, 18 რეგიონში ხორციელდება. 2000-მდე ახალგაზრდა მეწარმემ მიიღო მონაწილეობა, აქედან 1800 ადამიანმა გაიარა ფინანსური ტრენინგში, რომელიც „ლიბერთი ბანკის“ მხარდაჭერით ჩატარდა. მათგან მეორე ეტაპზე გადავიდა 704 ადამიანი, მათ კიდევ გაიარეს დამატებითი ტრენინგი და დაახლოებით 200 ახალგაზრდას ეძლევა საშუალება საგრანტო კონკურსში მიიღოს მონაწილეობა, რათა დაიწყონ ახალი ბიზნესი, ან საკუთარი, უკვე არსებული - განავითარონ.

RDYE პროექტი ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის (ADC) დაფინანსებით მიმდინარებს, რომელსაც საერთაშორისო ორგანიზაცია მერსი ქორფსი ახორციელებს. პროექტის მხარდამჭერები არიან ლიბერთი ბანკი და სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდობის საერთაშორისო ფონდი.

(NS)

ნინი ქეთელაური