საბანკო სექტორში მოგების 90,6% მხოლოდ ორ ბანკზე ნაწილდება

ეროვნულმა ბანკმა კომერციული ბანკების 2022 წლის მე-4 კვარტალის ფინანსური მაჩვენებლები გამოაქვეყნა.

ამ სტატისტიკით, გასულ წელს 15 კომერციული ბანკიდან 4 ბანკი გავიდა ზარალზე, სხვა ყველა კი მომგებიანი იყო, თუმცა, გასული წლების მსგავსად საბანკო სექტორის მოგების დიდი წილი ორ მსხვილ ბანკზე მოდიოდა.

კერძოდ, ოფიციალური მონაცემებით, საბანკო სექტორის 90,6% მხოლოდ ორ ბანკზე - „თიბისისა“ და „საქართველოს“ ბანკზე მოდის. გასული წლის მონაცემებით, „თიბისის“ მოგებამ 967 251 772 ლარი შეადგინა, „საქართველოს ბანკს“ კი 924 342 950 ლარის ოდენობის მოგება ჰქონდა.

ცნობისთვის, 2022 წელს ბანკები რეკორდულ მოგებაზე გავიდნენ - იანვარ-დეკემბერში 14 კომერციული ბანკის წმინდა მოგებამ 2.088 მლრდ ლარს გადააჭარბა. ეს კი თითქმის 8.6 მლნ ლარით მეტია 2021 წელთან შედარებით.

თაია არდოტელი