304 მლნ ლარზე მეტი - რომელმა ბანკმა დაისაკუთრა ყველაზე მეტი ქონება

2022 წლის მეოთხე კვარტალის მდგომარეობით, საქართველოში მოქმედი კომერციული ბანკების ანგარიშზე 304 267 218 ლარის ღირებულების დასაკუთრებული უძრავ-მოძრავი ქონებაა. ამის შესახებ კომერციული ბანკების ანგარიშგებაშია აღნიშნული.

ამავე მონაცემებით, დასაკუთრებული ქონების მოცულობის მიხედვით, Top-5 ბანკში შედის:

  • თიბისი ბანკი – 130 171 607 ლარი
  • საქართველოს ბანკი – 110 879 993 ლარი
  • ქართუ ბანკი – 22 260 034 ლარი
  • ვითიბი ბანკი ჯორჯია – 14 742 206 ლარი
  • ხალიკ ბანკი საქართველო – 10 551 978 ლარი

რაც შეეხება სხვა კომერციული ბანკების მიერ დასაკუთრებული ქონების მოცულობას, ასე გამოიყურება:

ბაზის ბანკი – 6 640 620 ლარი, სილქ ბანკი (ყოფილი სილქ როუდ ბანკი) – 264 193 ლარი, კრედო ბანკი – 2 229 828 ლარი, ტერაბანკი – 5 126 924 ლარი, ლიბერთი ბანკი – 390 232 ლარი, პროკრედიტ ბანკი – 161 370 ლარი, პაშა ბანკი საქართველო - 278 408 ლარი, იშ ბანკი საქართველო - 569 825 ლარი.

გასული წლის მეოთხე კვარტლის მდგომარეობით, ზირაათ ბანკი - საქართველოს დასაკუთრებული ქონება არ აქვს, ისევე როგორც „პეისერას“.

2022 წლის პირველ კვარტალში ბაზარზე სულ 15 კომერციული ბანკი ოპერირებდა. აქედან ერთი, „პეისერა“ პირველი ციფრული ბანკია, რომელიც საქართველოში სულ რამდენიმე თვეა ამოქმედდა.

ნინი ქეთელაური