ევროკავშირის წევრი რამდენიმე ქვეყანა შიგაწვის ძრავების აკრძალვის წინააღმდეგ გამოდის

გერმანიამ შექმნა ალიანსი, რომელიც 2035 წლიდან შიგაწვისძრავიანი ავტომობილების აკრძალვას ეწინააღმდეგება. ეს ქვეყნებია იტალია, უნგრეთი, ჩეხეთი, სლოვაკეთი, პოლონეთი და რუმინეთი. Reuters-ის ცნობით, ამ ქვეყნების ტრანსპორტის მინისტრები შეხვდნენ ერთმანეთს, რათა განეხილათ ევროკომისიის წინადადება შიგაწვის ძრავიანი ავტომობილების გაყიდვაზე მორატორიუმის დაწესების შესახებ და დაასკვნეს, რომ გეგმა სასწრაფოდ უნდა შესწორდეს.

თებერვალში ევროპარლამენტმა დაამტკიცა აკრძალვა ახალი ტრადიციულძრავიანი ავტომობილების გაყიდვის შესახებ 2035 წლიდან. თუმცა, რიგ ქვეყნებში ასეთ რადიკალურ გადაწყვეტილებას ეწინააღმდეგებიან. გერმანიის ტრანსპორტის მინისტრის ფოლკერ ვისინგის თქმით, წინადადება დაუყოვნებლივ უნდა შეიცვალოს. ამის შესახებ მან აკრძალვის მოწინააღმდეგე ქვეყნების მინისტრებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მათი მოთხოვნაა დატოვონ შიდა წვის ძრავებზე სინთეტიკურ საწვავზე გამოყენების შესაძლებლობა. ის ნახშირბადნეიტრალურია და შეუძლია იმოქმედოს, როგორც ალტერნატივა. ”შიგაწვის ძრავის აკრძალვა, როდესაც მას შეუძლია იმუშაოს კლიმატისთვის ზიანის მიყენების გარეშე, ჩვენთვის არასწორი მიდგომაა”, - თქვა ვისინგიმ.

მან ასევე გამოხატა შეშფოთება მასიური დათხოვნების შესახებ, რასაც ინდუსტრიაში დრამატული ცვლილება მოჰყვება.

კოკა კვირკველია