სემეკმა საჯარო სხდომაზე მოქალაქეებს 50 000 ლარზე მეტი თანხა ჩამოაწერა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ საჯარო სხდომაზე მოქალაქეებსა და კომპანიებს შორის არსებული დავები განიხილა.

სემეკის ინფორმაციით, კომისიამ ხანდაზმულად მიიჩნია და ჩამოწერას დაუქვემდებარა სს "თელასის" მიერ მოქალაქეებზე დარიცხული თანხები, რომელთა ოდენობამ მთლიანობაში 50 278.71 ლარი შეადგინა.

კომისია შეახსენებს მოქალაქეებს, რომ იმ შემთვევაში, თუ ელექტროენერგეტიკის, ბუნებრივი გაზისა წყალმომარაგების კომპანიების მხრიდან ადგილი აქვს მათი უფლებების დარღვევას, მიმართონ სემეკს ან სემეკთან არსებულ ენერგოომბუდსმენის სამსახურს.

კონსულტაციების მიღება შესაძლებელია როგორც ცხელ ხაზზე 242 01 80, ასევე Facebook-ის კომისიის ოფიციალურ გვერდზეც.